top of page

„ჩვენ უნდა დავტესტოთ ბლოკჩეინი, რადგან უკვე ოთხი წლით ჩამორჩენილები ვართ.“


25 ივლისს ჩატარებულ კონგრესის სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის (CFTC) თავმჯდომარემ, კრისტოფერ ჯიანკარლომ, ხაზი გაუსვა უწყების ბლოკჩეინის ტექნოლოგიით დაინტერესებას. ამასთან ერთად, თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა შესაბამისი პროცედურების აუცილებლობაზეც, რომლებიც საშუალებას მისცემს მას სამომავლო პოტენციური გამოყენებისათვის გაეცნოს ხსენებულ ტექნოლოგიას.


სოფლის მეურნეობის საშინაო კომიტეტმა მოიწვია სხდომა სახელწოდებით „სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის დამდეგი დღის წესრიგის განხილვა.“ სხდომისას კონგრესმენმა, ოსტინ სკოტმა, ჯიანკარლოს სთხოვა განემარტა LabCFTC-ის, უწყების მიერ შედგენილი ჯგუფის, რომელსაც ფინტექის ინოვაციების საზოგადოებასთან ურთიერთობა ევალება, მიზნები. თავმჯდომარემ შემდეგნაირად უპასუხა: „LabCFTC ჩვენი საშვია ბაზარზე ახალი მარეგულირებელი ფინტექის შემუშავების სფეროში. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია გვესმოდეს ის ინოვაციები, რომლებიც ასე სწრაფად გვიახლოვდება.“


როდესაც მას სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის კვლევისა და განვითარების მოდერნიზაციის აქტის შესახებ ჰკითხეს, რომელიც სასოფლო მეურნეობის კომისიის რამდენიმე წევრის მიერ 14 ივნისს იქნა შემუშავებული, მან უპასუხა, რომ აუცილებელია სააგენტოსა და ფინტექის ინოვატორებს შორის, განსაკუთრებით კი ბლოკჩეინის სფეროში, იურიდიულად საფუძვლიანი და სწრაფი კავშირის არსებობა.


თავმჯდომარის თანახმად, დაწესესუბელებას ეკრძალება ბლოკჩეინის ტესტირებაში პირდაპირი მონაწილეობა. ეს ასეა, რადგანაც კომისიასა და კერძო სტარტაპებს შორის ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა კანონის მიხედვით განიხილება, როგორც „საჩუქარი“, ამის უფლება კი დაწესებულეცბას არ გააჩნია.


მეორე მხრივ, ჯიანკალოს თქმით, კერძო კომპანიისგან ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ინფორმაციის მიღების მცდელობა განუხორციელებადია, ამის მიზეზი კი შესაბამისი თანხის გამოყოფის პროცესის ხანგრძლივობაა. კვლევისა და განვითარების მოდერნიზაციის აქტის მეშვეობით კი, სააგენტო შეძლებს ყველანაირი ფულადი ხარჯებისა და არაკანონიერი ქმედებების გარეშე იმონაწილეოს ფინტექის ინოვატორულ პროექტებში. მან ასევე განმარტა, თუ რატომაა ახალი სამართლებრივი პროცედურების შემუშავება ასეთი მნიშვნელოვანი: „ჩვენ ჩამორჩენილნი ვართ. სულ რაღაც ორი დღის წინ ინგლისის ბანკმა ბანკიდან ბანკში გადახდის ახალი სისტემის შემოღების შესახებ განაცხადა. ეს სისტემა კი ბლოკჩეინის შემცველი იქნება. ისინი მთელი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ ბლოკჩეინის ტესტირებებში, ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ მოგვცემია. შესაბამისად, ვთვლი, რომ ჩვენ ოთხი წლით ჩამოვრჩით, რადგან ჩვენ ტექნოლოგიის ტესტირების ნაცვლად, იმის გაგება გვჭირდება, თუ როგორ დაგვეხმარება ის ჩვენი რეგულატორული სამუშაოს შესრულებაში.“


ამ წლის თებერვალში ამერიკიის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისა და გაცვლის და სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიების ერთობლივი სხდომა ჩატარდა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით. სხდომის დროს კრისტოფერ ჯიანკარლომ თქვა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია მრავალმხრივ სასარგებლო იქნება სოციალური მომსახურებების სფეროსათვის, საფინანსო და საქველმოქმედო დაწესებულებებისთვის, სოფლის მეურნეობასა და ლოჯისტიკისთვის.


წყარო: cointelegrpah.com

bottom of page