ირანი აშშ-ს სანქციების წინააღმდეგ
ადგილობრივი ირანული პრესა იუწყება, რომ ქვეყანაში ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავენ, რაც გამოწვეულია მომავალი ამერიკული სანქციების წინააღმდეგ საბრძოლველად.
სამეცნიერო და ტექნოლოგიური ურთიერთობების დირექტორატმა უკვე გაწერა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნა და ადაპტაცია.
„ეს ვალუტა შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას გააგზავნოს და მიიღოს ფული მსოფლიოს ყველა წერტილიდან. განსაკუთრებით ხელსაყრელი კი სანქციების პერიოდი იქნება“. აცხადებენ დირექტორატში.
ეროვნული კრიპტოვალუტის ტექნიკური მხარეების შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდო თარიღად 3 თვე სახელდება, როცა ინფორმაცია გასაჯაროვდება და საზოგადოებისთვის მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
საყურადღებოა, რომ ხელისუფლების მხრიდან ხშირად კრიტიკდებოდა ბიტკოინი 2018 წლის დასაწყისში.
ირანი ადგება ვენესუელას გზას, სადაც უკვე ბრუნვაშია სახელმწიფოსგან დაფინანსებული მონეტა Petro.
წყარო: cointelegraph.com