ვერჯი განახლებული სტრუქტურითა და უკეთესი უსაფრთხოების სიტემით დაბრუნდა
მარვინ ფაიკარეკმა, ვერჯის დეველოპერმა, ახლახანს ტვიტერზე ამ მონეტის განახლებულ სტუქტურის შესახებ დაპოსტა.
მარვინმა Electron Verge-ის საფულის შესახებ გამოაცხადა. დეველოპერის ბლოგი ამ საფულის დაწყების დიზაინსა და განვითარების ახალ ვერსიას ხსნის. ახალ საფულეს შემდეგი ფუქნციები ექნება:
დეცენტრალიზაცია და უსაფრთხოება
მომხმარებლის გამოცდილება
სანდოობა
მიწოდების ღია წყარო
საზოგადოებრივი სივრცე
მარვინმა ასევე გამოაცხადა ახალი კოდის, Bitcoin v.0.13, გაშვების შესახებ. ეს განახლება საჭირო იყო უსაფრთხოების ახალი სისტემისთვის, რომელსაც უფრო დახვეწილი კოდი ექნება. ეს განვითარება ხალხს საშუალებას მისცემს გადარიცხვები ტელეფოის საშუალებით განახორციელონ.
ახალ კოდ წრიული კონფიდენციუალური ტრანზაქციებიც [RingCT]-იც დაემატა, რათა უზრუნველყოს უკეთესი კონფიდენციალური სტანდარტები, რომლებიც ტრანზაქციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ამასთან, განცხადება ეხებოდა RootStock-ის (RSK) გონიერი კონტრაქტების პერსპექტივასაც. ქსელს დაემატება RSK-ს გონიერი კონტრაქტების გვერდითი ჯაჭვი, რაც ნიშნავს, რომ მთავარი ჯაჭვი გათავისუფლდება, რათა უფრო სწრაფად დაადასტუროს ტრანზაქციები.
მარვინმა არნიშნა:
„ასეთი პროცესის გადაჭრის ხერხი ჯერ წინასწარ განსაზღვრული არაა. ვერჯი გარშემორტყმულია კარგი და კრეატიული გონებებით, რომლებიც ცდილობენ, ამუშაონ ეს სისტემა. RootStock სულ რამდენიმე თვის წინ წამოწყებული პროექტია და თითქმის არავინ იცის, თუ როგორ მუშაობს ის“.
ეს გონიერი კონტრაქტი პირველია, რომელსაც ჩაშენებული აქვს პლატფორმა ბიტკოინის ბლოკჩეინში. RootStock აჯილდოვებს ბიტკოინის მაინერებს გონიერი კონტრაქტის რევოლუციაში მონაწილეობისთვის.
ვერჯი ძირითადად ფოკუსირებულია კონფიდენციურობასა და მონაცემების უსაფრთხოებაზე, ხოლო RootStock აწარმოებს უსაფრთხოებას, მასშტაბურობასა და მყისიერ გადახდებს.
წყარო: ambcrypto.com