top of page

ბიტმეინმა ახალი პოლისი გამოაქვეყნა


მაინინგის ტექნიკური მომსახურების ჩინურმა გიგანტმა, ბიტმეინმა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ბიტკოინის მაინინგის ფირმაა, თავის ბლოგში მაინინგის წარმოების წესები გამოაქვეყნა.


წესების ახლანდელი ჩამონათვალის მიზანია წარმოაჩინოს ბიტმეინის განზრახვა - შექმნას „კრიპტოვალუტების სამართლიანი და გამჭვირვალე ეკოსისტემა“, როგორც მაინინგის ტექნიკის გადაზიდვასთან ასევე მაინინგის პროცესთან დაკავშირებით.


რაც შეეხება გადაზიდვას, ბიტმეინმა ოთხი ძირითადი ზომა მიიღო: შეკვეთების რაოდენობის შეზღუდვა, გადაზიდვებთან დაკავშირებული ამბების თვიური გამოქვეყნება, ზედმეტი სასაქონლო მარაგებისთვის თავის არიდება და შეკვეთის შესრულების თანმიმდევრობის ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც შეკვეთის შესრულების დრო დამოკიდებულია გადახდის დროზე.


ყოველი 30 დღის ბოლოს, კომპანია გამოაქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ ალგორითმს იყენებს მაინინგისთვის და როგორია ამ ალგორითმებზე ბიტმეინის ტექნიკის ჯამურ ჰაშ სიმძლავრე. ASIC მეწარმე Antminer-ის ოფიციალური თვითერის გვერდის მეშვეობით რეგულარულად უზრუნველყოფს გადაზიდვების შესახებ და დამწყები მაინერებისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდებას.


ბიტმეინმა განმეორებულად განამტკიცა თავისი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა „საიდუმლო მაინინგთან“ დაკავშირებით. საიდუმლო მაინინგი ესაა პროცესი, რომლის დროსაც ASIC მეწარმე მაინინგისთვის იყენებს იმ ტექნოლოგიას, რომელიც ჯერ სახალხო არაა. კომპანიის თანახმად, ის ყოველთვის ნეგატიურად იყო ამ პრაქტიკის მიმართ განწყობილი. მათ ასევე თქვეს, რომ ისინი არ ეცდებიან ცარიელ ბლოკებზე მაინინგის განხორციელებას: „მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტესად ბოროტი განზრახვის შედეგად მიიჩნევენ, ცარიელი ბლოკები ხშირად ბლოკების გამრავლების პროტოკოლის დონეზე არსებული ხარვეზის შედეგად ჩნდებიან და არა მაინინგის აუზის ოპერატორების აქტიური გადაწყვეტილებების მიღების შედეგად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე.“


როგორც ამტკიცებენ, 2017 წლის აგვისტოში, ბიტმეინის მიერ განკარგულმა Antpool მაინინგის ოპერატომა, ტრანზაქციების შეფერხება და ცარიელი ბლოკების მაინინგით მათი ხარჯების ამოტუმბვა განახორციელა.


ჩინური წყაროების თანახმად, ბიტმეინი დღესდღეობით B სერიის დაფინანსების შედეგად 12 მილიარდ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული. სავარაუდოდ ბიტმეინმა 300$-400$ მილიონი ამერიკის შეერთებული შტატების ჰეჯ ფონდის, Coatue-ს, სინგაპურში დაფუძნებული სახელმწიფოებრივი ინვესტირების ფონდი EDBI-ს და Sequoia Capital-ის შვილობილი კომპანიისგან, Sequoia Chia-სგან, მიიღო.


წყარო: cointelegraph.com

bottom of page