სტელარი და მისი ახალი პარტნიორი
TransferTo-მ, საერთაშორისო ბიზნესთაშორისი ფულადი ამანათების სისტემამ, პარტნიორობა გააფორმა სტელარის დეველოპმენდის ორგანიზაციასთან, რომელიც აწარმოებს ბლოკჩეინ გადახდების პრობლემების გამოსავლებს და სტელარის მონეტებს (XLM). კომპანიის თქმით, ამ პარტნიორობის მიზანია ახალი კლიენტების მოზიდვა გადახდების ხარჯების შემცირებით.
შეთანხმების თანახამდ, გადახდის პროვაიდერი თავისთან დანერგავს სტელარის ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სისტემას უფრო ეფექტური საერთაშორისო გადახდების სერვისების შესათავაზებლად. გადანაწილებული დავთარის ტექნოლოგიას, ბლოკჩეინს, შეუძლია შეამციროს ხარჯები, დააჩქაროს საერთაშორისო ტრანზაქციები და შესთავაზოს მომხმარებლებს გამჭვირვალობა ყველა აქტივობის მონიტორინგის მეშვეობით.
„სტელართან ახალი პარტნიორობის მიზანია გამოვცადოთ ბლოკჩეინ ტექნოლოგია და უფრო მასშტაბური ვაქციოთ ჩვენი საერთაშორისო გადარიცხვების სერვისი ხარჯების შესამცირებლად და ჩვენი პარტნიორების უკეთ მომსახურებისთვის. ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს პარტნიორებს უკეთ მოემსახურონ გადმოსახლებულ თანაშემწეებს და მათ ოჯახებს.“ - განაცხადა TransferTo-ს მომხმარებლების მთავარმა ოფიცერმა, იკ-ბოონ ტანმა.
წყარო: cryptovest.com