top of page

თომას ლი ბიტკოინის თაობაზე


24 ივლისს კვლევების უფროსმა Fundstrat-ში, თომას ლიმ, თავისი აზრი გამოხატა ბიტკოინის მიმდინარე წინსვლების შესახებ. ბაზრის სტრატეგიების ექსპერტმა ისაუბრა ბიტკოინის ღირებულების მიზანზე წლის ბოლოსთვის და რეგულატორებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების სავარაუდო ქმედებებზე ბირჟაზე არსებულ საინვესტიციო ფონდებთან (ETF) დაკავშირებით.


როდესაც ჰკითხეს, 20,000$-ის დღეები ახლოვდებოდა თუ არა, ლიმ აღნიშნა, რომ ბიტკოინი 25,000$-იან ახალ მწვერვალს უმიზნებს [მიმდინარე სპეკულაციების გათვალისწინებით]. სამომავლოდ დიდი მნიშვნელობა ექნება ტექნიკურ ასპექტებს.


მკვევარმა მსმენელებს თავისი მოსაზრება გაუზიარა, რომლის თანახმადაც, ETF-ების გამოჩენის გამო, ინსტიტუციონალურ ინვესტორებს დიდი გავლენა ექნებათ ბიტკოინის ახალ სიმაღლეზე განთავსებაში. რაც შეეხება რეგულატორული დაწესებულებების გაურკვეველ ბუნებასა და ანონიმურ რეგულატორულ საფრთხეებს, ლიმ განმარტა, რომ ისინი მასებისთვის ბიტკოინით აქტიური ვაჭრობის პირდაპირ მიწოდების თავიდან ასაცილებლად გზას უხსნიან ETF-ებს.


როდესაც ჯეფ გილბერტმა ჰკითხა ჭორების შესახებ, რომელთა თანახამდაც ბიტკოინ ETF-ები 15 აგვისტოსთვის უნდა გამოჩნდეს, ლიმ უპასუხა, რომ ეს ჯერ გადაწყვეტილი ამბავი არაა და ამის შანსი 50%-ია.


წყარო: ambcrypto.com

bottom of page