„რიპლი საუკეთესო შუამავალია ბაზრებს შორის ფულის ტრანსფერისთვის“
Weiss Crypto Rating-ისა და მათი ტვიტერის ცნობების მიხედვით, რიპლი საუკეთესო მონეტაა თანხის გაგზავნა/მიღებისთვის.
კენჭისყრის ხმების 78% რიპლის სასარგებლოდ იყო, რომელსაც მეორე ადგილზე მოსდევდა ეთერიუმი, ხოლო ბოლოს ბიტკოინი 6%-ით.
რიპლი
კრიპტომოყვარულთა უმეტესობამ Coinbase-ს რიპლის დამატება სთხოვა, თუმცა კომპანიას ჯერ-ჯერობით დადებითად არ უპასუხია ამ მოთხოვნაზე. ამ დროს Coinbase-მა განაცხადა, რომ იგი იკვლევდა ექვს მონეტას. ერთ-ერთი მათგანი, სტელარი, რიპლის პირდაპირი კონკურენტია.
სანამ სტელარის გულშემატკივრებს უხარიათ ამ მონეტის მობრუნება 2018 წლის დასაწყისისგან განსხვავებით, როდესაც მონეტამ თავისი ღირებულების 85% დაკარგა, რიპლის ინვესტორები გაკვირვებულები რჩებიან ბაზრის გადაწყვეტილებით - მათი მონეტის ფასი ჯერ კიდევ ცუდად გამოიყურება.
აღსანიშნავია ისიც, რომ CNBC-ს Fast Money-მ ჩაატარა კენჭისყრა ZCash-ს, რიპლს, კარდანოსა და სტელარს შორის, რომელშიც რიპლმა 34%-ით მოიგო. მას მოჰყვა ZCash 30%-ით, შემდეგ კარდანო 25%-ით და ბოლოს სტელარი 11%-ით.
რიპლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვირტუალური ვალუტაა ბაზარზე. ნამდვილად, რიპლს აქვს 18 მილიარდი დოლარის ღირებულების ბაზრის კაპიტალიზაცია და წერის მომენტში თითოეული მონეტის ფასი 0.46 დოლარს შეადგენს.
წყარო: ethereumworldnews.com