„ორმაგი ხარჯვის შეტევები მაღალი ჰაშ სიმძლავრის ბლოკჩეინზე არარეალურია“
კანადის ბანკის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორმაგი ხარჯვის რისკი მაღალი ჰაშ სიმძლავრის მქონე ბლოკჩეინებზე, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი, ძალიან მცირეა. ხოლო სხვა, უფრო პატარა ქსელები, არ არის საკმარისად დაცული.
კვლევა, რომელიც ჯონათან ჩიუმ და თორსთენ კოეპელმა ჩაატარეს, წარმოდგენილი იყო თამაშის თეორიით, რათა მაინერებისთვის სტიმული მიეცათ ბლოკჩეინზე თანამუშაობისთვის. ამით ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ სამუშაოს შესრულების მტკიცებულების კონსენსუსის პროტოკოლის უსაფრთხოების ხარისხი. უფრო კონკრეტულად კი, შეეძლოთ თუ არა მომხმარებლებს დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ საზოგადოებრივ დავთარში ინფორმაცია შეუცვლელია.
ამ შეფასების ჩასატარებლად ჰიპოთეტურად უნდა წარმოვიდგინოთ ორმაგი ხარჯვის შემოტევების პროცესი, როდესაც მაინერი წარმატებით გადაწერს ბლოკჩეინის მონაცემებს, წაშლის ერთ ტრანზაქციას და ჩაანაცვლებს მას სხვა ტრანზაქციით. ეს მას შესაძლებლობას აძლევს „დახარჯოს“ ერთი და იგივე ფული რამდენჯერმე. ეს ძირითადად კრიპტოვალუტის ბაზრებზე ხდება, სადაც ფულის გათეთრება და გამოტანა სწაფად მიმდინარეობს.
ამ შეტევებს დიდი რაოდენობით კომპიუტერული ენერგია სჭირდება, ამიტომ ეს ხშირად დაკავშირებულია 51%-იან შემოტევებთან, რომლებიც ხდება მაშინ, როცა ერთი მაინერი ინდივიდუალურად აგროვებს ქსელის სიმძლავრის მნიშვნელოვან ნაწილს. შედეგად მას თეორიულად შეუძლია აიძულოს ქსელის სხვა კვანძებს გამოიყენონ მისი ბლოკჩეინ ვერსია.
კვლევის ავტორების აზრით, არარეალურია ასეთი შემთხვევის დაფიქსირება, ყოველ შემთხვევაში დიდ ქსელებში, რადგანაც ეს შეტევები, რომლებიც შეიძლება წარმატებით დასრულდეს, თავდამსხმელებისთვის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
„თუმცა, ეკონომიკური გადმოსახედიდან, ეს საჭიროებს ‘არაპატიოსან’ მაინერს დიდი ჯიბეებით და რისკთან ნეიტრალურ დამოკიდებულებით. ეს ვარაუდი არარეალურია და პრაქტიკაში მომხმარებლებს მცირე ეკონომიკური სტიმული მაინც აქვთ ამის გასაკეთებლად, განსკუთრებით მაშინ, როცა სხვა მაინერების ინვესტიცია დიდია“.
ეს არ ნიშნავს, რომ ამგვარი შემოტევა არასდროს ხდება. CCN-ის ცნობით, ასეთი შეტევები შედარებით მცირე ზომის კრიპტოვალუტების ბაზარზე გავრცელდა უკანასკნელ თვეებში. კერძოდ კი ისეთ ბაზრებზე, რომლებიც ბიტკოინთან იზიარებენ ჰაშ ალგორითმს.
დანახარჯების შემცირების მიზნით თავდამსხმელები ქირაობენ ჰაშ სიმძლავრეს ქლაუდ მაინინგის სერვისისგან, ძირითადად საათობრივად. ბიტკოინსა და ეთერიუმზე შეტევისთვის ძალიან ცოტა ჰაშ სიმძლავრეა ხელმისაწვდომი, თუმცა ხანდახან ძალიან იაფია 51%-იანი შეტევის შესრულება ასობით მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის ქსელზე.
ერთხელ უკვე დაფიქსირდა მსგავსი ტიპის შეტევა. პირველი ნაბიჯი, რასაც ამ დროს გვირჩევენ დეველოპერები, არის ტრანზაქციების დადასტურების სიჩქარის დროებით მკვეთრად შემცირება, რათა ბლოკჩეინის შეცვლა გართულდეს.
წყარო: www.ccn.com