top of page

ტრონმა ბიტტორენტი იყიდა


ტრონის ფონდმა ბიტტორენტი ოფიციალურად შეისყიდა უცნობ ფასად, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი ბოლო შეთავაზება $140 მილიონი იყო.


ბიტტორენტის განცხადებით, ისინი განაგრძობენ ოპერირებას ტრონის სან ფრანცისკოს ოფისიდან, საიდანაც ისინი 100 მილიონ აქტიურ მომხმარებელს მოემსახურებიან.


ჯასტინ სუნი, ტრონის დამაარსებელი, აცხადებს, რომ ბიტტორენტმა დიდი როლი ითამაშა დეცენტრალიზაციის პროცესში.


„ბიტტორენტთან ინტეგრაციით ტრონის მიზანია, გაათავისუფლოს ინტერნეტი მსხვილი კორპორაციებისგან და მონაცემები ადამიანებს დაუბრუნოს. ამით ჩვენ გვსურს გამოვაფხიზლოთ 21-ე საუკუნის ხედვა - გამჭვირვალე, დეცენრალიზებული ინტერნეტი, რომელიც დააკავშირებს ხალხს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან“.


ბოლომდე გაურკვეველია, თუ რა გეგმები აქვთ მათ, თუმცა ტრონი იქცა გასართობ ბლოკჩეინ პროექტად, რომელიც ფოკუსირდება ფილმებზე, მუსიკაზე და ა.შ. ის ერთგვარი ბლოკჩეინზე დაფუძნებული ნეტფლიქსია.


ბიტტორენტის მხარე კი აცხადებს, რომ ტრონთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს და დააჩქარებს მათი მისიის შესრულებას და შექმნის ინტერნეტს სხვადასხვა შესაძლებლობებით და არა წესებით. ორი გუნდის საერთო შესაძლებლობები შეძლებს ტრონის ეკოსისტემის სრულიად ახალ დონეზე აყვანას.


წყარო: www.trustnodes.com

bottom of page