top of page

ბაზრის კაპიტალიზაციამ $300 მილიარდს გადააჭარბა


კრიპტობაზრის კაპიტალიზაციამ ივნისის თვის შემდეგ პირველად გადააჭარბა $300 მილიარდს, რაც ხარული ციკლის დასაწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ.


ბოლოს ბაზრის კაპიტალიზაცია ამ ნიშნულზე 12 ივნისს იყო. ბაზარს ბოლო კვირის მანძილზე $30 მილიარდი, ხოლო ბოლო თვის მანძილზე $60 მილიარდი დაემატა.


ბიტკოინის ფასმა ბოლო 2 თვის პერიოდში რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია.


ბიტკოინის ფასმა, რაც მთლიანი ბაზრის 47%-ს შეადგენს, $8 000-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა $8,363-საც კი მიაღწია Bitfinex-ზე. სტატიის წერის მომენტში 1 ბიტკოინის შეძენა $8,183 შეგიძლიათ. მხოლოდ ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაცია ამ წუთისთვის $141,1 მილიარდია, ეს კი ბოლო კვირის მანძილზე 20%-იანი ზრდაა.


ალტკოინები


როგორც წესი, ბიტკოინის ფასის ზრდას ან კლებას სხვა ალტკოინების მხრიდანაც მოჰყვება მსგავსი ტენდენცია, თუმცა ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაირღვა, როცა ბიტკოინი უპირობო ლიდერი იყო წამყვან კრიპტოვალუტებს შორის.


ამის მიუხედავად, 24 ივლისს სხვა ალტკოინებმაც აუწყვეს ფეხი ბიტკოინის ფასის ზრდას. მაგალითისთვის, ეთერიუმისა და რიპლის ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა შესაბამისად $481-მდე და $0,47-მდე. ბიტკოინ ქეშის და ეოსის ფასებმა კი 6%-ით მოიმატა.


სტელარს რაც შეეხება, მისმა ღირებულებამ 6%-ით მოიმატა და გაზარდა სხვაობა თავის და ლაითკოინის ფასს შორის, რომელიც 4%-ით გაძვირდა. XLM და LTC-ს ფასი ამ დროისთვის შესაბამისად $0,30-მდე და $88-მდეა ასული.


კარდანო და იოტა ყველაზე ცუდად გამოიყურება წამყვან კრიპტოვალუტებს შორის. მათი ფასი 3%-ზე მეტად არ გაზრდილა ამერიკულ დოლართან შედარებით.


წყარო: www.ccn.com

bottom of page