top of page

Coinbase-ი გუგლზე ბრუნდება


Coinbase-ი, კრიპტოვალუტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბირჟა გუგლის რეკლამებში ბრუნდება. სიახლე პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან არმსტრონგის, განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც Coinbase-მა ფეისბუქისგან რეკლამების განთავსების უფლება მიიღო.

გუგლმა ფინანსური სერვისების ახალი პოლისი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კრიპტოვალუტების რეკლამირება აკრძალულია. ეს მოიცავს პირველადი მონეტების შეთავაზებას (ICO), კრიპტოვალუტების ბირჟებს, ციფრულ საფულეებს და საინვესტიციო რჩევებს. ახალი პოლისი 2018 წლის ივნისიდან მოქმედებს.


გუგლის განცხადებით:


„ჩვენი პოლისები შექმნილია იმისათვის, რომ მომხმარებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ფინანსურ პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ და იმისათვის, რომ დავიცვათ მომხმარებლები საზიანო გამოცდილებებისგან. ამ პოლისში ფინანსურ პროდუქტად და სერვისად განვიხილავთ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ფულისა და კრიპტოვალუტების მართვასა და მათში ინვესტირებასთან პირადი რჩევების ჩათვლით.“


იმისათვის, რომ გუგლისგან რეკლამირების უფლება მიიღოს, კომპანია ქვეყნის ფინანსური დაწესებულების მიერ უნდა იყოს ლიცენზირებული. რეკლამა და გვერდი, რომელზეც მოხდება გადამისამართება, უნდა ითვალისწინებდეს განსაზღვრულ ლეგალურ ვალდებულებებს.


გუგლის რეკლამების დირექტორმა, სკოტ სპენსერმა, განაცხადა, რომ მათ კრიპტოვალუტებისგან ბევრი დაზარალებული უნახავთ და ვინაიდან მათ არ იციან კრიპტოების მომავალი, ეს ის სივრცეა, რომელსაც განსაკუთრებით ფრთხილად მოეპყრობიან.

როდესაც Coinbase-მა ფეისბუქისგან რეკლამების განთავსების უფლება მიიღო, ბრაიან არმსტრონგმა განაცხადა, რომ ისინი კვლავ აგრძელებენ ფინანსური სისტემის ადამიანებისთვის გაცნობას. გუგლზე რეკლამის განთავსების უფლების მიღება ნიშნავს, რომ ყველაზე დიდ სავაჭრო პლატფორმას მილიარდობით ადამიანზე ექნებოდა წვდომა.


წყარო: ambcrypto.com

bottom of page