top of page

ბიტკოინის ფასი 8 000$-იან ნიშნულს პირველად გასცდა


ბიტკოინის ფასი პირველად მაისის შუა რიცხვების შემდეგ 8,000 დოლარს გასცდა.


ბლუმბერგის თქმით, „ბიტკოინმა 4.1%-იანი ზრდის შედეგად $ 8,016.62-ზე ასვლა შეძლო 1:49 საათზე ჰონკონგის დროით.“ საღამოს დროით კი BTC-ს ფასი 8,240 დოლარზე ფიქსირდება.


ბიტკოინის ხარები, როგორც ჩანს, აღფრთოვანებულები არიან SEC-ის მიერ ბიტკოინ ETF-ზე განცხადების დამტკიცების შესაძლებლობით. იმის გათვალისწინებით, რომ SEC-ს ჩვეულებრივ 45 დღე სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად, ბევრი გადაწყვეტილებას დაახლოებით 15 აგვისტოსთვის ელოდება.


გუშინ, CNBC-იში საინფორმაციო კორესპოდენტმა, ბობ პისანმა ისაუბრა ბიტკოინ ETF-ის განაცხადზე და მისი დამტკიცების შესაძლებლობაზე. პისანის თქმით:


„მე ინტერვიუ მქონდა, როგორც SEC-ის თავმჯდომარესთან, ჯეი კლეიტონთან, ასევე SEC-ში ბიტკოინის პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირთან და ორივემ ნათლად მიმანიშნა, რომ მათ მთლიანი ბიტკოინ ETF-ის თემასთან მიმართებაში „ფრთხილი“ მიდგომა აქვთ. კლეიტონი არ აპირებს აიღოს რისკი კონგრესის წინ იმ ბრალდებით წარსადგენად, რომ მან დედას და მამას ბიტკოინში ფულის დაკარგვის საშუალება მისცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტული ETF-ის ფასი ძალიან მაღალია. ჩემი აზრით, SEC-ი მოთხოვნას არ უარყოფს, მაგრამ გაწელავს კომენტარის პერიოდს. ესაა გამეფებული წესი, რაც ნაკლებ უთანხმოებას გამოიწვევს და ყველაზე მეტად სავარაუდოა ახლა. ისინი ციტირებას გაუკეთებენ თავიანთ წინა შეშფოთებებს საფულეების გატეხვასა და ქურდობის შესახებ, ასევე მანიპულირების ბრალდებებზე, რომლებზეც ადრეც გააკეთეს განცხადება. სხვათა შორის, არსებობს გარკვეული კითხვები, რომელზეც პასუხები ჯერ არაა გარკვეული“.


ამის გარდა, ჰეჯ ფონდის მენეჯერმა, ბრაიან კელიმ განაცხადა, რომ, როგორც პისანი, ისიც სკეპტიკურად უყურებდა ბიტკოინ ETF-ის ნახვას 2018 წელს, მაგრამ ის მაინც მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასის ზრდა ორი ძირითადი მიზეზის გამო გაგრძელდეს: (1) ETF სპეკულაცია ჯერ არ აპირებს გაჩერებას; და (2) ინსტიტუტები უკვე სერიოზულად უყურებენ ბიტკოინს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კელიმ განაცხადა:


„მე შემიძლია გითხრათ იმ ზარებიდან გამომდინარე, რომლებსაც ხალხისგან ვიღებ, რომ დეკემბრის ფასების შემხედვარე ხალხი ახლა ბრუნდება და ამბობს ‘ეს არ შეჩერდება. ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ რა არის ეს და სად არის ამ აქტივის კლასის ადგილი ჩვენს პორტფოლიოში?’..“


წყარო: www.cryptoglobe.com

bottom of page