top of page

სტელარი წინ მიიწევს


შენიშვნა: სტატია არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას და აღებულია ethereumworldnews.com-დან. გირჩევთ ინვესტირებაზე გადაწყვეტილება საკუთარი კვლევების საფუძველზე მიიღოთ.


სტელარს მშვენიერი კვირა ჰქონდა არა მხოლოდ ფუნდამენტალური, არამედ ტექნიკური კუთხითაც. პლატფორმამ, რომელიც ცნობილია რიპლის დეცენტრალიზებულ კონკურენტად, საკმაოდ კარგი ზრდა აჩვენა ბაზრის მოცულობაში.


რამდენიმე დღის წინ IBM-მა აღნიშნა, რომ ისინი სტაბილური მონეტის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. კრიპტოვალუტა Stronghold USD გამყარებული იქნება ამერიკული დოლარით და ერთი-ერთში ასახავს მის ფასს.


ვინაიდან Stronghold-ი გადახდის პლატფორმაა, რომელიც სტელარზე მუშაობს, სავარაუდოა ველოდოთ, რომ ეს სტელარის ინსტიტუციურ ათვისებას გამოიწვევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სიახლის შემდეგ სტელარის ფასმა მატება დაიწყო და მეექვსე ადგილი წაართვა ლაითკოინს გადავიდა ბაზრის მოცულობით.


სტელარის ხარული ფუნდამენტალები


ფუნდამენტური კუთხით თუ შევხედავთ, IBM-ის განცხადებამ ვალუტას სანდოობა მოუტანა. ამის გამო ის ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გამოჩნდა, მათთვისაც კი, ვინც კრიპტოებში ვერ ერკვევა, მაგრამ IBM-ს კარგად იცნობს.


სტელარის ხარული ტექნიკური მხარე


ტექნიკურის მხრივ, სტელარმა (XLM) ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. ჰეიკინ აშის სანთლებმა (ტექნიკური ანალიზის ერთ-ერთი მეთოდი) ხარული ტრენდი აჩვენა დაღმასვლაზე ყოველგვარი მითითების გარეშე. ამასთან, MACD-იც მაღალი რჩება და შებრუნება მოსალოდნელი არაა.


წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page