მაინინგის მიმართ ინტერესი მცირდება
კრიპტოვალუტების მაინინგის მიმართ ინტერესის დაკარგვამ გრაფიკულ ბარათებზე მოთხოვნა შეამცირა, რის გამოც ბარათების გამომშვებებმა გადაწყვიტეს ფასები დაეწიათ, რათა მალე მოეშორებინათ პროდუქცია - მოსალოდნელია, რომ ფასები 20%-ით დაეცემა.
მწარმოებლები ცუდ დღეში არიან
მსხვილმა მაინინგ კომპანიებმა შეკვეთები შეამცირეს, საშუალო ზომის და პატარა კომპანიებმა კი საერთოდ დატოვეს ბაზარი. ამჟამად გრაფიკული ბარათების გლობალური ბაზარი რამდენიმე მილიონ დოლარადაა შეფასებული.
მოთხოვნის შემცირება ცუდად იმოქმედებს ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა Taiwan Semiconductor Manufacturing Company (TSMC) და Global Unichip. ამასთან, მოსალოდნელია, რომ მაინერები გაყიდიან თავიანთ გრაფიკულ ბარათებს, რაც აიძულებს გადამყიდველებს ფასები დაწიონ, რათა კონკურენტუნარიანები დარჩნენ.
წყარო: ccn.com