top of page

მასტერქარდი კრიპტო აქტივებსა და საბანკო ანგარიშებს ერთმანეთთან დააკავშირებს


სამშაბათს გამოცხადდა, რომ მასტერქარდი ახლახანს პატენტის მფლობელი გახდა, რომელიც ფინანსური მომსახურების ფირმას კრიპტო აქტივებისა და საბანკო ანგარიშების ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობას მისცემს.


CNBC-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მასტერქარდს უკვე აქვს პატენტი, რომელიც დაიცავს "ბლოკჩეინზე დაფუძნებულ აქტივებსა და მყარი ვალუტის ანგარიშებს" შორის ხიდის მშენებლობის მეთოდს.


პირველ რიგში, მასტერქარდმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტებზე, რომ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებიც "ანონიმურობასა და უსაფრთხოებას მნიშვნელობას ანიჭებენ" და მთავრობის მიერ გამოცემულ ფულის ნაცვლად კრიპტოვალუტას იყენებენ, გაიზარდა.


თუმცა, პატენტმა შეშფოთებება გამოხატა იმის გამო, რომ ბლოკჩეინ სისტემები შეიძლება ბევრად არაეფექტური და საეჭვო იყოს, რადგან კომპანიებმა კრიპტო გადასახადების მიღებისას არც კი იციან, ვინ დგას ტრანზაქციის მეორე ბოლოში.


გარდა ამისა, პატენტმა წარმოაჩინა ბიტკოინ ბლოკჩეინის არაეფექტურობაც იმაზე მითითებით, რომ ბიტკოინ ტრანზაქციებს ბლოკის დასადასტურებად ათ წუთზე მეტი დრო მიაქვს მაშინ, როცა ცენტრალიზებული ციფრული გადასახადები თითქმის მომენტალურია.


ამ პრობლემის გადაჭრის დეტალები უფრო ზერელედაა შეფასებული და პატენტი არ ასახავს ზუსტ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც მასტერქარდი ზემოხსენებულ პრობლემებს მოაგვარებს. თუმცა, პატენტში აღნიშნულია „ბლოკჩეინის ვალუტის დანაწევრებული რეზერვების“ მართვა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფინანსური მომსახურების ფირმა ცდილობს მისცეს მასტერქარდის მომხმარებელს შესაძლებლობა, საქონელისთვის საკრედიტო ბარათებით გადაიხადოს, რომლებიც მომხმარებელთა კრიპტო ანაბრების ნაწილით იქნება გამყარებული.


CNBC-მ ასევე აღნიშნა, რომ ეს ახალი სისტემა კრიპტო გადახდების დაცულობას უზრუნველყოფს და "რისკების შეფასების ალგორითმებს (საკრედიტო ბარათებში არსებული) პოტენციური თაღლითობის აღმოსაჩენად გამოიყენებს“.


CNBC-თან ეისენმა, მასტერქარდის კომუნიკაციის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, აღნიშნა:


„ჩვენ ვაკვირდებით ახალ აზროვნებას და ახალ ინოვაციებს ბაზარზე, რათა ჩვენთვის, ჩვენი კლიენტებისთვის და ბარათის მფლობელებისთვის ღირებულება შევქმნათ.“


ეისენმა შემდგომ დასძინა, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ პატენტის შეტანა და შემდგომში მისი მიღება მოხდა, ეს მაინც არ იძლევა გარანტიას, რომ მასტერქარდი მყარ-კრიპტო პროდუქტს ბაზარზე მალევე წარადგენს.


ტომ ლისთვის მასტერქარდის სიახლეები ფასების აწევის სიგნალია


ტომ ლიმ, Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ამ პატენტის მოპოვება ფასების აწევის ნიშნად მიიღო.


ეს განცხადება არ უნდა აღმოჩნდეს მოულოდნელი, რადგან ლი უკვე დიდი ხანია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიტკოინ ხარია, რომელიც რამოდენიმე თვეში მინიმუმ ერთხელ მაინც აცხადებს, რომ წელიწადის ბოლოს ბიტკოინის ფასი 25,000 დოლარს მიაღწევს.


წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page