top of page

CFTC-ის მოთხოვნა ICO ინვესტორებისთვის


CFTC ინვესტორებს უხსნის, რომ ბიზნესების მიერ ხელშეწყობილი ციფრული მონეტები სხვადასხვა კატეგორიებად შეიძლება დაიყოს იმისდა მიხედვით, თუ როგორი სტრუქტურა აქვს მათ.


აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ კიდევ ერთხელ მიმართა ICO ინვესტორებს და შესთავაზა, რომ ჯერ კარგად გამოიკვლიონ ყველაფერი და მხოლოდ შემდგომ ჩადონ საქმეში მნიშვნელოვანი თანხები. სააგენტომ მომხმარებლებსა და ინვესტორებს შემდეგი სათაურით მიმართა: „სიფრთხილე გამოიჩინეთ, სანამ ციფრულ ვალუტას ან მონეტას იყიდით.“ მიმართვაში კი განაცხადა:


„გაარკვიეთ, თუ როგორ იყიდება მონეტები და რა ძირითადმა ფაქტორებმა შეიძლება იქონიოს მის ფასზე გავლენა. განსაკუთრებული ყურადღება კი მისი მომავალი ფასის შესახებ შემოთავაზებულ დაპირებებსა თუ გარანტიებზე გაამახვილეთ.“


„ციფრული ვალუტის სავაჭრო ბაზარი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და არ არსებობს რაიმე მიღებული სტანდარტი ამა თუ იმ მონეტის ფასზე. დღეს მონეტები იყიდება იმიტომ, რომ შემდგომში ისინი ნივთების, სერვისებისა და პლატფორმებზე ხელმისაწვდომობის შესაძენად გამოიყენონ.“


მიუხედავად ამისა, CFTC აღნიშნავს „ინტერნეტის ეფექტს“, რაც სხვადასხვა პროექტების ეფექტურად განვითარებას უზრუნველყოფს და თუკი ციფრული სამყარო ზრდას განაგრძობს, მათი მონეტების ფასიც გაიზრდება. აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) რამდენჯერმე განაცხადა, რომ ინვესტორების თაღლითობებისგან დასაცავად ციფრული მონეტები განხილული უნდა იყოს ფასიან ქაღალდებად.


რამდენიმე თვის წინ SEС-მა შექმნა ყალბი ICO ვებ-გვერდი HoweyCoins-ი, რათა ინვესტორებისთვის ეჩვენებინა, როგორი რთულია ICO თაღლითობების ამოცნობა. SEC-ის განცხადებს თანახმად:


“თუ თქვენ გამოხმაურებიხართ მსგავს შემოთავაზებას, დიდია ალბათობა, რომ მოგატყუეს - HoweyCoins-ი სრული სიცრუეა! „ჩვენ შევქმენით ყალბი საიტი - HoweyCoins.com, რათა ინვესტორები კრიპტოვალუტებთან და ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გავაფრთხილოთ.“


CFTC-მ, რომელიც სასაქონლო სავაჭრო სივრცის მარეგულირებელია, ისაუბრა მონეტების განსხვავებული სტრუქტურის შესახებაც - იმის შესახებ, რომ ისინი შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვა საგნად და სხვადასხვა სტრუქტურის ნაწილად იმისდა მიხედვით თუ რა მიზნით შეიძინეს და გაყიდეს ისინი.


აქვე განაცხადეს ფინანსური სააგენტოების მიერ ჩატარებული რამდენიმე კვლევის შესახებაც, რომლებიც ICO ბაზრის სიყალბეს და ინვესტორების მიერ დაკარგული თანხის ოდენობას უკავშირდებოდა. მოწინავე ფირმამ, Satis Group-მა, კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ გასული წლის ICO-ების 81% ყალბი იყო.


წყარო: www.coinspeaker.com

bottom of page