top of page

„კრიპტოვალუტები საჭირო არ არის“ - მილიარდერის განცხადება


18 ივლისს კენეტ გრიფინმა, ამერიკელმა ინვესტორმა და ჰეჯ ფონდის მენეჯერმა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების საჭიროება არ არსებობს.


ერთ-ერთი ყველა მსხვილი ალტერნატიული ინვესტირების ფირმა „ციტადელის“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მას პორტფოლიოს ერთი მენეჯერიც კი არ ჰყოლია, რომელსაც მისთვის კრიპტოვალუტების ყიდვა შეუთავაზებია. მისი თქმით, მათ კონფერენციაზე დებატები მოაწყვეს იმის შესახებ, რომ კრიპტოვალუტების ბაზარში შესვლა არ რირდა.


კენეტ გრიფინი ამბობს, რომ მას არ სჯერა ციფრული ფულის, რადგან რთულია ამ ბაზარზე ლიკვიდურობის მიღწევა. ამასთან, მისი აზრით, ადამიანებს არ ესმით, რომ როდესაც კრიპტოვალუტა ამერიკულ დოლარს უპირისპირდება, ადამიანებმა გადასახადები წლის ბოლოს მაინც დოლარით უნდა გადაიხადონ, მათ სხვა გზა არ აქვთ.


დამატებით, კენეტი მიიჩნევს, რომ უფრო ახალგაზრდა თაობა ისეთ კომპანიებში აბანდებს, რომლებიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს და არა ბიტკოინში. როგორც თავა აღნიშნავს, კომპანიები, რომლებშიც ისინი აბანდებენ, კაპიტალს ახალი სამსახურებისა და ინოვაციების შექმნისკენ მიმართავენ.


მილიარდერი ჰეჯ-ფონდის განცხადებას კრიპტო საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. ამ საზოგადოების უმეტესობა მიიჩნევს, რომ კენეტმა განცხადება კრიპტოვალუტების წესიერი მიმოხილვის გარეშე გააკეთა. ამასთან, მათ სჯერათ, რომ კრიპტოები ტრადიციულ ფულზე უკეთესია სხვადასხვა მიზეზის გამო და ამჟამინდელი ფინანსური ინსტიტუტები ბევრად დეფექტურია. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ კენეტმა განცხადება თავისი მოგების გაზრდის მიზნით გააკეთა.


წყარო: ambcrypto.com


bottom of page