top of page

როგორ ვითარდება ნეო?


გასული რამოდენიმე კვირის განმავლობაში, დანაკარგების განცდის შემდგომ ბაზრის ფასების ოდნავი ცვლილების ფონზე, ეს შესაძლოა ისეთი შანსი იყოს, რომლის ხელიდან გასვებაც არ ღირს. ბევრისთვის, მონეტების ამჟამინდელი მოძრაობები დანაკარგის ტოლფასია, მაგრამ სხვებისთვის ეს ვაჭრობაში ჩართვის იდეალურ შესაძლბელობას წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ალტკოინები ბევრ ცვლილებას განიცდის, საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს ბაზარზე.


ნეოს პოტენციალი


როდესაც მონეტის ფასები ეცემა, ბევრი კრიპტოვალუტის უკან მძინარე ტექნოლოგიურ ძალას მიმართავს. ვინაიდან ალტკოინები სერიოზულ ინფრასტრუქტურულ/ქსელურ დეველოპმენტს გადის, ვაჭრები ყურადღებას მათკენ მიმართავენ. მაგრამ მაინც, ეს უკანასკნელი ფასებზე ყველაზე მეტად მოქმედებს.


კრიპტო სფეროში 2017 წლის დეკემბერში აღმოცენებული მზრდადი ტრენდის განმავლობაში და ამ წლის ადრეულ თვეში (თებერვალი 2018) ნეოს ფასმა შესამჩნევად მოიმატა (187$) და მისმა საბაზრო მოცულობამ 5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალულტა თავისი მოძრაობის სიჩქარეს ბიტკოინის ფასის ქვეტრენდის მიმართულებით ინარჩუნებდა, თუმცა თებერვლის ბოლოს $144-ით დაეცა.


მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მთლიანი ბაზრის მოცულობა 250 ბილიონიდან 275 მილიარდამდე გაიზარდა. ნეოს ფასი წერის მომენტში $38.86-ზეა.


უახლესი ნეო


დიდი ხანი არ გასულა, რაც ნეომ ქალაქი ზიონის კონსენსუსის კვანძის არჩევნები წამოიწყო თავის მთავარ ქსელში. თუმცა, ეს ქმედება ბლოკჩეინის ქსელის დეცენტრალიზების შეფუთვას ემსახურება.


ქალაქი ზიონი მთარგმნელთა, დიზაინერთა და დეველოპერთა დამოუკიდებელი ჯგუფია, რომელიც გუნდად შეიკრა ნეოსა და მთლიანად ქსელის დარეზრვებისთვის


„კონსენსუსის კვანძთა დეცენტრალიზირებასთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭიროა, რადგან ნეოს პროტოკოლი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. ხსენებულმა კონსენსუსის კვანძებმა სწრაფ რეჟიმში უნდა მოახერხონ განახლება და თუ არსებობს უსაფრთხოების პრობლემები, მათზე ასევე სწრაფად უნდა შეგვეძლოს შესაბამისი პასუხის გაცემა. თავად დეცენტრალიზაციის პროცესს ფრთხილად და საფუძვლიანად ვახორციელებთ.„ აღნიშნავს ნეოს დამფუძნებელი და ჰონგფეი.


160 გუნდი ერთმანეთს ეჯიბრება ყველაზე საინტერესო და ჩამთრევი თამაშის აპლიკაციის შექმნაში, რომელიც დაფუძნებული იქნება ნეოს ბლოკჩეინზე.


კონკურსი, რომელიც NewEconoLab-ის მიერ ტარდება, წარმოადგენს თამაშების დეველოპერთა და გეიმინგ საზოგადოების წრეებში ქსელის პოპულარიზების მცდელობას. წესების მიხედვით, ყველა თამაში უნდა იყოს საჯარო და თავიდან ბოლომდე ნეოს ბლოკჩეინზე დაფუძნებული. რეგისრტაცია მაისის თვიდან გახდა შესაძლებელი.


წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page