მსოფლიოს უდიდესი ETF კომპანია პოტენციურად მზარდი კრიპტოვალუტებითაა დაინტერესებული
გლობალური ინვესტირების ცენტრს ყველა საშუალება აქვს, რათა კრიპტოვალუტებისთვის ყველაფერი შეცვალოს და მათ ღირებულებაზეც დადებითაც იმოქმედოს.
გავრცელდა ცნობა, რომ ბლექროკი, ამერიკული ინვესტირების მართვის კორპორაცია, რომელსაც $6,3 ტრილიონის ღირებულების აქტივები აქვს თავის განკარგულებაში, ქმნის ფუნქციონალურ ჯგუფს კრიპტოვალუტების შესასწავლად. ამბობენ, რომ ჯგუფი სხვადასხვა ბიზნეს სექტორების ექსპერტებისგან შედგება, რომლებიც ეცდებიან კრიპტოვალუტის და მისი უკან მდგომი ტექნოლოგიის - ბლოკჩეინის გამოკვლევას.
ბლექროკს იღბლის შემობრუნება შეუძლია
ნიუ იორკში დაფუძნებული ფინანსური გიგანტი მსოფლიოს გლობალური ინვესტირების მთავარი ფიგურაა: კომპანია მსოფლიოს უდიდესი აქტივების მმართველია და ის დაახლოებით $6 ტრილიონს იღებს მხოლოდ კლიენტებისგან. ეს თანხა უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის მშპ გარდა აშშ-სა და ჩინეთისა. ამიტომაც ცხადია, რომ ბლექროკის საინვესტიციო გადაწყვეტილებები მსხვილ გლობალურ ბაზრებზე მოქმედებს.
ბლექროკის კარგად შემუშავებული პროდუქტები ინვესტორების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას არ მოიცავს. ეს პროდუქტები აზროვნებას არ მოითხოვს ფულის გასაკეთებლად. კომპანია ბირჟაზე ნავაჭრი პასიური ფონდების პროვაიდერია, რომელსაც 1.5 ტრილიონი დოლარი აქვს ჩადებული თავის iShares-ის ოჯახურ ფონდში და რომელსაც ის თავადვე მართავს. ამასთან, ბლექროკის ინსტიტუციონალური აქციები და ობლიგაციები, რომელთა უმეტესობაც აქტიურად იმართება, ბევრად დიდია, ვიდრე მისი ETF პორტფოლიო. ბლექროკის დახვეწილი პროდუქტები ინვესტორების მხრიდან ბევრ ბჭობას არ საჭიროებს.
არა მარტო პროდუქტებს, არამედ ყველა საინვესტიციო გადაწყვეტილებას, რომელსაც კომპანიის 135 საინვესტიციო ჯგუფი იღებს, გავლენა აქვს უამრავ სხვა ინვესტორზე.
ბლექროკი წინა წლიდან განიხილავს ბლოკჩეინსა და კრიპტოებს
2018 წლის თებერვალში, ბლექროკის მთავარი ინვესტირების სტრატეგი, რიჩარდ ტურნილი, ამბობს, რომ ინვესტორებმა მხოლოდ მაშინ უნდა მიიღონ მხედველობაში კრიპტოვალუტები, თუ მზად არიან დაკარგონ ყველაფერი, მაგრამ ბლექროკი პოტენციალს ხედავს გადანაწილებული დავთარის ტექნოლოგიაში - ბლოკჩეინში. ის ამბობს:
“ვხედავთ, რომ კრიპტოვალუტები პოტენციურად უფრო ფართოდ მიღებული იქნება მომავალში ბაზრის განვითარებასთან ერთად. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ისინი მხოლოდ მათ უნდა განიხილონ, ვინც პოტენციური დანაკარგისთვის მზადაა.“
წინა წლის ოქტომბერში, ბიზნეს ინსაიდერთან ინტერვიუში, რიჩარდ ტუნილი ამბობდა, რომ კრიპტოვალუტებმა საოცარი ფასის ზრდა განიცადეს ამ თვეში და ის ასკვნის:
“მე ვფიქრობ, რომ კრიპტოვალუტები ბუშტის ბევრ მახასიათებელს აჩვენებს.”
იგივე სენტიმენტი გაიზიარა ბლექროკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლარი ფინკმა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიტკოინი ფულის გათეთრების ინდექსია, ციტატა:
“ბიტკოინი უბრალოდ გიჩვენებს, რა მოთხოვნაა ფულის გათეთრებაზე მსოფლიოში,”
ბლექროკის სიახლე კრიპტო საზოგადოებას აღაფრთოვანებს
ცნობამ, რომლის თანახმადაც ბლექროკი კრიპტოვალუტებს შეისწავლის, კრიპტო საზოგადოება აღაფრთოვანა. უამრავი ადამიანი იტყობინება ტვიტერზე, რომ ახლა ბიტკოინის საყიდლად სწორი დროა:
წყარო: coingape.com