ბიტფეიმ ნიუ-იორკისგან ბიტლიცენზია მიიღო
ბიტფეის კრიპტოვალუტების საგადასახადო პროცესების განხილვის შემდეგ, ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა (DFS) კომპანიას ვირტუალური ვალუტის ლიცენზია, იგივე ბიტლიცენზია მიანიჭა.
ამასთან დაკავშირებით, ნიუ-იორკის სამართლის გაზეთი ტვიტერზე განცხადებას აქვეყნებს და ამატებს, რომ ბიტფეი გახდა პირველი ბლოკჩეინ გადახდის პლატფორმა, რომელმაც ეს ლიცენზია მიიღო - ლიცენზია, რომლითაც კომპანია ნიუ-იორკში ბიტკოინით ვაჭრებსა და მომხმარებლებს შორის გადახდის მეთოდებს გააუმჯობესებს.
ბიტლიცენზიის მეშვეობით, ბიზნესები კრიპტოვალუტებს ხანგრძლივი დროითა და შესაბამისი პირობებით იყენებენ. ლიცენზია ბიტფეის შესაძლებლობას აძლევს სხვა ბიზნესებთან კრიპტოვალუტებით აწარმოოს კავშირი, ხოლო ლიცენზიის მფლობელებს უსაფრთხო ციფრული აქტივების საწყობს სთავაზობს. ამასთან, ის იძლევა ახალი ციფრული ვალუტის შექმნის შესაძლებლობასაც.
ლიცენზია სამი წლის წინ შეიქმნა იმ მიზნით, რომ ბიზნესებში კრიპტოვალუტის ლეგალური სტრუქტურა უზრუნველეყოთ. მას შემდეგ, მხოლოდ შვიდმა კომპანიამ შეძლო ამ ლიცენზიის მიღება, ახლა კი მათ რიგებს ბიტფეიც შეუერთდა. აღნიშნულ კომპანიებს შორისაა: Xapo, Genesis Global Trading Inc, bitFlyer USA და სხვები..
ბიტფეის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა (CEO) სტეფან ფეირმა განაცხადა:
„კრიპტოვალუტის ბიზნესებთან დაკავშირებით, ნიუ-იორკს უმკაცრესი პოლისები აქვს რის გამოც ლიცენზიის მიღება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნიუ-იორკი მრავალ ბიზნეს შესაძლებლობას სთავაზობს ბიტფეის და გვჯერა, რომ ეს მძიმე შრომა შედეგს გამოიღებს.”
2011 წელს დაფუძნებული ბიტფეი პროცესორი, რომელიც მომხმარებლებს ნივთების შეძენა გაყიდვას სთავაზობს როგორც ბიტკოინით (BTC), ასევე ბიტკოინ ქეშით (BCH), მსოფლიოს ექვს კონტინენტზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
გადახდის მეთოდების უზრუნველყოფით ბიტკოინის ეკოსისტემაში კომპანიამ პირველი წვლილი შეიტანა. Bitcore-თან ერთად, ის ქმნის ღია პლატფორმას და ხელს უწყობს ბიტკოინის აპლიკაციების მუშაობას. ბიტფეის უსაფრთხო ბიტკოინ საფულე მომხმარებლებს ბიტკოინით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო Bitpay Card-ის მეშვეობით, მათ შეუძლიათ სწრაფად აქციონ ბიტკოინი დოლარად და დახარჯონ ნებისმიერ ადგილას, სადაც ვიზა ბარათის გამოყენებაა შესაძლებელი.
DFS-ზე დაყრდნობით, ბიტფეი პირველი ვირტუალური ვალუტის გადახდის პროცესორია, რომელიც საბითუმო ვაჭრობასაც მოიცავს და რომელმაც ეს ლიცენზია მიიღო. მარია ტ. ვულო, ფინანსური სერვისების ზედამხედველი, აცხადებს:
„DFS მოხარულია ბიტფეის ნიუ-იორკის მზარდ და კარგად რეგულირებულ კრიპტო სავაჭრო სივრცეში ჩართვით. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ კონკურენტუნარიან კრიპტო ბაზრებს, რომლებიც ნიუ-იორკელებს გლობალურ სავაჭრო სივრცესთან აკავშირებს და ვუზრუნველყოფთ მკაცრ რეგულაციებსაც.“
ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ დეტალურად შეისწავლეს ბიტფეის აპლიკაცია, მათ შორის კომპანიის სიყალბის საწინააღმდეგოდ მიმართული ღონისძიებები, კაპიტალიზაცია, მომხმარებლის უსაფრთოება და კიბერუსაფრთხოება.
ბიტფეიში მსოფლიოს მრავალი კომპანიაა გაწევრიანებული. მათ შორისაა ისეთი პოპულარული ბრენდები, როგორებიცაა: Microsoft, Newegg, Namecheap, Gyft, Takeaway და Virgin Galastic.. ბიტლიცენზიით კი, მოცემული ნუსხა უფრო გაიზრდება.
წყარო: www.coinspeaker.com