რიპლი უფასოდ გასცემს თავის კრიპტოვალუტას
დღესდღეობით XRP მესამე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით (მთლიანი კრიპტო ბაზრის აქტივის წილით), რითიც მხოლოდ ბიტკოინსა და ეთერიუმს ჩამორჩება. სან ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ფირმა რიპლი XRP-ის უმრავლესობას ფლობს და ნიუ-იორკ ტაიმსის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ვაჭრობს XRP-ით, ისინი არ იყენებენ ვალუტას.
გამოყენებაში ვგულისხმობთ ყველა სხვა აქტივობას, გარდა მათი სპეკულაციურ ინვესტიციებად ყიდვის ან გაყიდვისა. იმის გამო, რომ კრიპტოს გამოყენება სასურსათო მაღაზიაში ჯერ შეუძლებელია, რიპლი ძირითადად ორიენტირებულია იმაზე, რომ ხალხმა XRP-ის გამოყენება საერთაშორისო ფულადი გზავნილების განსახორციელებლად დაიწყონ. ამისათვის კი რიპლმა უკვე გააფორმა პარტნიორობა ფინანსურ ინსტიტუტებსა და საერთაშორისო გადასახადების პროვაიდერებთან.
რა არის ერთ-ერთი საშუალება, რისი მეშვეობითაც ხალხს ვალუტის გამოყენებას დააწყებინებ? დარწმუნდი, რომ მათ ის ბევრი აქვთ. და რიპლს უნდა, რომ ხალხს ბევრი XRP ჰქონდეს, რასაც ის მათი უფასოდ გაცემით აღწევს. მარტში რიპლმა ჯამში 29 მილიონი დოლარის ღირებულების XRP ჩადო ქველმოქმდებაში აშშ-ს სკოლებისთვის საკლასო ოთახების აღჭურვილობის შესაძენად.
რიპლი არა მარტო საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გასცემს XRP-ს, არამედ აჯილდოებს კიდეც ადამიანებს, ვინც ვალუტას იყენებს. 2017 წლის ოქტომბერში კომპანიამ ჩადო 300 მილიონი დოლარის ღირებულების XRP RippleNet Accelerator პროგრამაში, რომელიც აჯილდოებს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც რიპლის სამ პროდუქტს იყენებენ, მათ შორის xRapid-ს. ამის შემდეგ, მაისში რიპლმა შექმნა Xpring, ინიციატივა, რომელიც XRP-ზე ორიენტირებულ სტარტაპებს განსავითარებლად დაფინანსების მოპოვებაში ეხმარება.
რიპლს შეუძლია დიდი როლი შეასრულოს იმაში, თუ როგორ გამოიყენებენ ადამიანები XRP-ს მონეტის გენერირების გამო. მაშინ, როცა ბიტკოინის ტრანზაქციების რიცხვი განსაზღვრავს ბიტკოინების რაოდენობას მსოფლიოში, ყველა XRP (100 მილიარდი მონეტა) უბრალოდ შეიქმნა 2013 წელს. რიპლი ფლობს ამ XRP-ის უმრავლესობას, რომელმაც გამოიწვია ბრალდებები მის მიმართ, რომ კომპანიას შეუძლია და ხელოვნურად გავლენასაც ახდენს XRP ბაზარზე. ეს ასევე ნიშნავს, რომ რიპლს უამრავი XRP აქვს იმისათვის, რომ გარშემო მიმოისროლოს.
ახლა არავის შეუძლია დაზუსტებით თქვას, თუ რამდენად რეალურად დაეხმარება რიპლს ასეთი ქმედებები XRP-ის სპეკულაციური ინვესტიციებიდან ხშირად გამოყენებულ აქტივამდე გადანაცვლებაში. მაგრამ, ცოტა ხნის წინანდელი ცუდი შემთხვევების გათვალისწინებით, როგორიც იყო მათ მიმართ მიმართული კრიტიკა ბრიტანეთის სასამართლოში და კლასობრივი სარჩელი აშშ-ში, მილიონობით თანხების საქველმოქმედო ორგანიზაციებში ჩარიცხვამ სხვა თუ არაფერი მათი საჯარო იმიჯი მაინც უნდა გააუმჯობესოს.
წყარო: futurism.com