top of page

რას ფიქრობენ სამხრეთ აფრიკელები კრიპტოვალუტებში ინვესტირებაზე?


საერთო აფრიკულმა ფინანსურმა სერვისმა, Old Mutual-მა, გამოაქვეყნა 2018 წლის ანგარიშები და ინვესტიციების მონიტორი სამხრეთ აფრიკისთვის. კვლევის თანახმად, აფრიკის მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მაცხოვრებელთა 38% აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა მათი თანხები ახლა კრიპტოვალუტებში იყოს დაბანდებული.


სამხრეთ აფრიკელები პოზიტიურად არიან განწყობილნი ზოგადად კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, მათი 71%-ის განცხადებით, „კრიპტოვალუტებით ბევრი ფულის შოვნაა შესაძლებელი.“ თუმცა, მოსახლეობის 43% ციფრულ ვალუტებს პირამიდის სქემებს უკავშირებს.


კრიპტოვალუტის შესახებ ცოდნის დონე


სამხრეთ აფრიკელთა 60%-მა კრიპტოვალუტების არსებობის შესახებ არც კი იცოდა, მხოლოდ 4%-მა გამოავლინა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მაღალი ცოდნის დონე. 17%-მა ძალიან ცოტა იცოდა კრიპტოვალუტის შესახებ, ხოლო 19%-ს ახლახანს გაეგო მათი არსებობა.


Old Mutual-ის კვლევის თანახმად, რომელიც დაფუძნებულია Google Trends-ის მონაცემებზე, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ბოლო 12 თვის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაა ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს.


უფრო დაწვრილებით კი, CCN-ის მიერ მაისში ჩატარებული კვლევა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სამხრეთ აფრიკული ტექნიკური პუბლიკაცია MyBroadband-იდან, აღწერს, რომ „დაახლოებით 50%, ვინც არასდროს ყოფილა ციფრული სამყაროს წევრი, მზადაა 2018 წელს ინვესტირება ჩადოს კრიპტოვალუტებში,“ - CCN.


ვალუტა არა, მაგრამ ‘კიბერ-მონეტები’


ქვეყანაში კრიპტოვალუტის პოპულარობისა და სხვა აფრიკულ ქვეყნებთან შედარებით მაღალი ინტერესის მიუხედავად, სამხრეთ აფრიკის შემოსავლების სამსახურმა აპრილში განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელები არ განიხილავენ კრიპტოვალუტებს თავიანთი შემოსავლის წყაროდ. ამავე დროს, SARS-მა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა არის არამატერიალური აქტივი და არა ვალუტა. მაინერებთან დაკავშირებით, შემოსავლების სააგენტომ მოპოვებული მონეტები განიხილა, როგორც ‘სავაჭრო მარაგი ან კაპიტალი’, სანამ ისინი არ გაიცვლება ან არ გაიყიდება ფულზე.


სამხრეთ აფრიკის ბანკის ერთ-ერთმა მმართველი, ფრანსუა გროპე SARS-ის მოსაზრებების მომხრეა. მან განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი არ მოიაზრებს კრიპტოვალუტებს ვალუტებად, რადგან ისინი არ არიან ჩვეულებრივი ფულის მსგავსი. გროპემ ასევე განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება მათ კიბერ-მონეტები ვუწოდოთ.


წყარო: www.ccn.com

bottom of page