top of page

ელვისებრი ქსელის უდიდეს ნოდს ერთი ადამიანი აკონტროლებს


ბიტკოინის მხარდამჭერები აღფრთოვანებულები იყვნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ელვისებრი ქსელის მოცულობა 216% გაიზარდა მხოლოდ ერთ დღეში. ზოგმა შეამჩნია, რომ Build on Bitcoin კონფერენციამ ელვისებრი ქსელის (LN) მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. თუმცა, დამკვირვებლები მიხვდნენ, რომ ეს მატება გამოწვეულია ერთი ნოდის შექმნის გამო, რომელიც Shitcoin.com-ის მფლობელს ეკუთვნის. LN-ის მკვლევრების თანახმად, ნოდი ქსელის ფინანსების 49%-ზე მეტს ფლობს.


ყველა იმ ერთ ნოდზე ლაპარაკობს, რომელიც მთლიანი ელვისებრი ქსელის 49%-ზე მეტს ფლობს


არსებობს ელვისებრი ქსელის ახალი ნოდი, რომელსაც გამწარებული ჰყავს ბიტკოინის მხარდამჭერები, რომელთა აზრითაც ერთ ადამიანს ამდენი ფული ქსელში არ უნდა ჰქონდეს. ამ მომენტისთვის ეგრეთ წოდებული LN.SHITCOIN.COM-ი ფლობს 35.24 ბიტკოინს, ანუ $220 000 ამერიკულ დოლარს. ნოდი ოპერირებს ანდრეი ბრეკენის, Shitcoin.com-ის მფლობელის მიერ, რომელიც აპირებს ელვისებრი ქსელის შეფასებას. ბრეკენის Shitcoin.com-ი აფასებს სხვადასხვა კრიპტოვალუტებს, როგორებიცაა იოტა, ტრონი, ეოსი და დეში.


ბერკენის ნოდი მასიურია სხვა ნოდებთან შედარებით. 14 ივლისს ნოდის ოპერატორმა თავის ტვიტში შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:


“იმისათვის, რომ ელვისებრი ქსელი მართლა დეცენტრალიზებულად ვაქციოთ, ჯერ ელვისებრი ქსელი უნდა გავხდეთ.”


მხარდამჭერები ფიქრობდნენ, რომ ამ ნოდმა შესაძლოა “შეამციროს ადამიანების ნდობა ელვისებრი ქსელის მიმართ”. ამავდროულად ზოგი ნოდს გამოთვლებისთვის იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი “არ ენდობიან მას”, ვინც აღნიშნულს ოპერირებს.


რათ ქმა უნდა, LN-ის მხარდამჭერებს ბევრი აქვთ სათქმელი ბერკენის ნოდის შესახებ. ზოგს სჯერა რომ ეს უბრალოდ ძვირადღირებული მარკეტინგული სვლა იყო თავისი ვებ გვერდის გასაპიარებლად. ზოგი მომხმარებელი დავობს, რომ ბრეკენი “შეტევას”ცდილობდა.


“თუ ის შეძლებდა ადამიანების ნდობის შემცირებას ელვისებრი ქსელის მიმართ, ეს მისთვის მომგებიანი იქნებოდა,” განმარტავს ერთ-ერთი რედიტის მომხმარებელი. რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ენდობა ბრეკეტს, ის იყენებს ნოდს ლიკვიდურობისთვის.


“მე გავხსენი არხი ამ ნოდთან - ის გადახდებს ძალიან კარგად ახორციელებს,” თქვა სხვა რედიტის მომხმარებელმა.


“მე არ მივიღებ არაფერს (მხოლოდ დავხარჯავ) ამ არხის მეშვეობით, რადგანაც არ ვენდობი ამ ადამიანს - თუ მხოლოდ ხარჯავ - არ არსებობს დაკვირვების საჭიროება და შენი ფულის რისკის ქვეშ არ დგას.”


ყველა თვალი ერთ ნოდზეა მიპყრობილი


ბერკეტს არ დაუკონკრეტებია, როდის გამოქვეყნდება მისი ოფიციალური LN შეფასება და რა ტიპის ტესტინგს აკეთებს ის. ახლახანს მან გამოაქვეყნა, თუ რამდენი ფული გამოიმუშავა ამ დრომდე, რაც, როგორც აღმოჩნდა, დაახლოებით 0.028USD-ს ღირებულების ბიტკოინია. სავარაუდოა, რომ ბერკეტი დეტალურ შეფასებას შემოგვთავაზებს, მაგრამ მანამდე აშკარაა, რომ ბიტკოინერები ამ ნოდს თვალსყურს მიადევნებენ.


წყარო: news.bitcoin.com

bottom of page