top of page

რა სარგებელს ნახავს ტრონი ბიტტორენტის მომხმარებლებისგან?

ფაილების გამავრცელებელი ძალიან ცნობილი პროგრამის, ბიტტორენტის, თანადამფუძნებელი ამბობს, როგორ შეუძლია ტრონს სარგებელი მიიღოს თავისი ახალი აქტივით.

ტრონის დამფუძნებელმა, ჯასტინ სანმა, ბიტტორენტი წინა თვეში საკმაოდ მსხვილ თანხად - $100 მილიონად იყიდა. ახალ ინტერვიუში ეშვინ ნავინი ამბობს, რომ ტრონი შეძლებს მაქსიმალურად გამოიყენოს ბიტტორენტის ასი მილიონობით მომხმარებლის მთლიანი კომპიუტერული ენერგია.

“მე ვიტყოდი, რომ ბიტტორენტი მრავალი მიზეზის გამო პიონერი იყო განაწილებულ გამოთვლებში. ჩვენ ვიცით, რომ კრიპტო სამყარო აგებულია დეცენტრალიზების ირგვლივ და ის მომხმარებლებს გარკვეული საქმის შესრულების ინიციატივას აძლევს. ბიტკოინის შემთხვევაში, ისინი მოიპოვებენ და აწარმოებენ გამოთვლებს სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციისთვის. ბიტტორენტის შემთხვევაში, არსებობს ასობით მილიონი ადამიანი, რომლებმაც თავიანთი კომპიუტერი ხელმისაწვდომად აქციეს იმისათვის, რომ ფაილები ყოფილიყო ელმისაწვდომი. ჩემს წარმოდგენაში, როდესაც გაქვს ბლოკჩეინ კომპანია, შეგიძლია ადამიანებს უფასო კონტენტზე მეტით მისცე მოტივაცია. შესაძლოა არსებობდეს ფინანსური წახალისებაც იმისთვის, რომ აქციო შენი კომპიუტერი ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამისთვის გადახდა უნდათ.“

ნავინის ცნობით, ტრონს შეუძლია გამოიყენოს ბიტტორენტი დეცენტრალიზების ბარიერის ახალ დონეზე ასაწევად. ამ პროცესში ტრონმა შესაძლოა სრულიად ახალი მედიის ფორმა შექმნას.

“ბიტ ტორენტმა ხელი შეუწყო სიტყვის თავისუფლებას, რაც ასე გვიყვარს. სიტყვის თავისუფლება ადრე პრესის სახით გვქონდა, მაგრამ ამ ტიპის თავისუფლებით მხოლოდ ის სარგებლობს, ვისაც საბეჭდი მანქანა აქვს.

დეცენტრალიზებამ კი შეამცირა და დასწია ბარიერი, რომლის გადალახვაცაა საჭირო კონტენტის შემქმნელად გახდომისთვის. და სანამ იქნებოდა ფეისბუქ ლაივი ან იუთუბი, პირისპირა გამოთვლებმა შესაძლებელი გახადა ფაილების გავრცელება, რაც სხვა შემთხვევაში დაბლოკილი და აკრძალული იქნებოდა. დღესდღეობით, გვაქვს არხი, როგორიცაა Cheddar-ი, რომელიც მედიას ხელმისაწვდომს ხდის ბევრად ამრტივად, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს კომპიუტერული გამოწვევა, რაც დიდ გამოთვლით შესაძლებლობებს საჭიროებს და ეს ბიტტორენტის ისტორიის შემდეგი თავი იქნება.

მე რომ ვყოფილიყავი მძღოლის ადგილას, ვიფიქრებდი, როგორ მექცია დიდი ფაილების გამავრცელებელი საზოგადოება ადამიანების ჯგუფად, რომლებსაც მეტის გაკეთება უნდათ საკუთარი კომპიუტერული რესურსით.”

წყარო: dailyhodl.com

bottom of page