top of page

ბიტკოინ ETF-ი შეიძლება რეალობად იქცეს


ბიტკოინ ETF-ები (ბირჟაზე არსებული საინვესტიციო ფონდები) უკვე დიდი ხანია ოცნების დონეზე არსებობს კრიპტო საზოგადოებაში. ეს შესაძლოა კარგის მანიშნებელი იყოს კრიპტოვალუტების ბაზრისთვის, რომლის პოპულარობაც 2018 წლის იანვრიდან მოყოლებული იკლებს.


10 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) მიიღებს გადაწყვეტილებას, გახდება თუ არა ბიტკოინ ETF ხელმისაწვდომი. თუ პასუხი დადებითი აღმოჩნდა, კრიპტო ბაზარს მიეცემა საშუალება ახალი შემართებით მიაღწიოს მწვერვალებს.


ბიტკოინ ETF-ები


ამჟამად ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) კრებს გამოხმაურებებს ბიტკოინ ETF-თან დაკავშირებით, რომელიც VanEck SolidX Bitcoin Trust-მა წარადგინა. SolidX-მა და VanEck-მა ივნისის დასაწყისში ეს იდეა ერთობლივად შესთავაზეს SEC-ს.


„ვფიქრობთ, რომ ერთობლივად შევძლებთ შევქმნათ ისეთი რაღაც, რაც შესაძლოა უკვე არსებულ სხვა კონსტრუქციებზე უკეთესი იყოს. კარგად კონსტრუირებული და ფიზიკურად დაზღვეული ბიტკოინ ETF-ი განკუთვნილი იქნება ბიტკოინის ფასის გამომჟღავნებისათვის, დაზღვევის კომპონენტი კი მეწილეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.“ - აღმასრულებელი დირექტორები, იანი და ეიკი.


ამავდროულად, ETF განკუთვნილი იქნება მდიდარი და აკრედიტირებული ინვესტორებისთვისაც, ამ მნიშვნელოვან ფაქტორს კომისიამ მკაფიოდ გაუსვა ხაზი. მარეგულირებელი დაწესებულება მცირე ინვესტორებს არ აძლევს კრიპტო ბაზარზე ადვილი წვდომის ქონის უფლებას.


თუ SEC-ი დააკმაყოფილებს ამ შემოთავაზებას, ეს მწვანე შუქს აუნთებს ალტკოინებზე ინვესტიციების დიდ ნაკადს და, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს კრიპტო ბაზარზე ტრილიონობით დოლარის შედინებას, ბიტკოინის ფასს კი ახალი მწვერვალის მიღწევაში დაეხმარება.


Fundstrat Global-ის თანადამაარსებელმა, თომას ლიმ, აღნიშნა, რომ შესაძლოა ამ წლის ბოლოს ბიტკოინმა 25 000 $-ს მიაღწიოს. ამ პროგნოზის სისწორე ჯერჯერობით ბუნდოვანია და მთლიანად კომისიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელსაც 10 აგვისტოს მიიღებენ.


ამჟამად ბიტკოინის ფასი 6 200$-ს უდრის.


წყარო: usethebitcoin.com

bottom of page