top of page

კრიპტოვალუტა გაცილებით ნაკლებ რესურსს მოიხმარს, ვიდრე ტრადიციული ფული


არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე, თუ რომელი უფრო მეტ რესურსს საჭიროებს - კრიპტო თუ ტრადიციული ვალუტა.


მითი


ამჟამად, უმეტესობა ბიტკოინის ელექტრომოხმარებას ტრადიციული ვალუტის წარმოებას ადარებს ცენტრალურ ბანკებში, მაგრამ ისინი უგულებელყოფენ ფიზიკური შრომის ანაზღაურებას და ელექტროენერგიას, რომელიც საჭიროა თანხის გადასარიცხად და დასაბეჭდად.


ტრადიციულ ფულს სხვა ყველაფერთან ერთად სჭირდება კომერციული ბანკები, ცენტრალური ბანკი, ბანკომატები, დაჯავშნული მანქანები და ასობით ათასი თანამშრომელი. ცენტრალური ბანკი, ამ შემთხვევაში FED, ჯადოსნური ძალებით არ ანაწილებს აშშ დოლარს ყველა ადამიანზე თავის ქვეყანაში. FED აშშ დოლარს ბანკებზე და მის პარტნიორებზე ანაწილებს.


ნაღდ ფულს ნამდვილად დიდი ინფრასტრუქტურა სჭირდება. მხოლოდ აშშ-ში 6 000-ზე მეტი ბანკია, რომლებიც ნაღდი ფულის ტრანზაქციებს ახორციელებს. ადამიანების უმეტესობა ფულს ფიზიკური ფორმით აღარ იყენებს. ისინი ენდობიან მესამე პირის სერვისის მომწოდებლებს და ბანკებს, როგორებიცაა JPMorgan, Visa და MasterCard-ი. ის ენერგია, რომელსაც ეს კომპანიები მოიხმარენ მხედველობაში უნდა მივიღოთ, როცა ბიტკოინსა და ბანკებს ერთმანეთს ვადარებთ.


ბიტკოინი პირისპირა ფინანსური ქსელია და მისი დეცენტრალიზებული ბუნებიდან გამომდინარე, მესამე მხარე არ არის საჭირო ტრანზაქციებისთვის. ალისს შეუძლია გაუგზავნოს ბობს $100, ამ ტრანზაქციას კი შემდეგ მომპოვებლები დაადასტურებენ. სამაგიეროდ, მომპოვებლები არ არიან ცენტრალური წარმომადგენლები და შესრულებული სამუშაოსთვის ბიტკოინს და ტრანზაქციის საკომისიოს იღებენ.


მართალია კრიპტოვალუტები მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს მოპოვების დროს, მაგრამ არ იქნება მართალი იმის თქმა, რომ ბიტკოინს მეტი რესურსი სჭირდება, ვიდრე ტრადიციულ ვალუტას.


გამუჯობესება


ჯონ ლილიკი, ეთერიუმის ბლოკჩეინ დეველოპმენტის სტუდიის, ConsenSys-ის, წევრი აცხადებს, რომ თითოეული ტრანზაქციის ღირებულება გაცილებით მაღალია კრიპტოების შემთხვევაში და ეს ნამდვილად ასეა. დიდი ბანკები, მაგალითად JPMorgan-ი, ტრილიონობით დოლარის ტრანზაქციებს ამუშავებს ყოველ დღე. ლილიკი ამბობს, რომ გრძელ ვადიან პერსპექტივაში ბლოკჩეინ პროექტებს უკეთესი გზის მოძებნა მოუწევთ ტრანზაქციებისა და ინფორმაციის უფრო ეფექტურად გადასამუშავებლად.


“თითო ტრანზაქციის ღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია კრიპტოს შემთხვევაში. ბანკების გამოყენებადობა გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე მაინინგ ოპერაციები. მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, ენერგიის გადასახადები ღირს თუ არა კრიპტოს მიერ შემოთავაზებულ უპირატესობებად. ჩემი პასუხია, კი! ის ღირს ამად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდუსტრია ეცდება გახდეს უფრო ეფექტური.”


რაც უფრო ვითარდება კრიპტოვალუტა, უფრო მეტად ენერგო ეფექტური ხდება ის.


წყარო: www.ccn.com

bottom of page