top of page

რიპლი ინდოეთში


რიპლი ერთ-ერთი უდიდესი კრიპტოპროექტია, რომელსაც ინდოეთის ბაზარზე თვალი უჭირავს. კომპანიის პროდუქციის ვიცე პრეზიდენტის, აშიშ ვირლას, ცნობით, რიპლმა, სავარაუდოდ, უკვე დაიკავა ინდოეთის ბაზრის ნახევარი.


ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რიპლი ინდოეთის ფინანსური ინსტიტუტების დამატებას აპირებს თავისი ქსელის ეკოსისტემაში.


“ჩვენ ადრეც ვფიქრობდით ინდოეთზე, შევხედეთ ორ მილიარდ ადამიანს - უზარმაზარ ბაზარს - და დავფიქრდით, როგორ მოვიზიდოთ ორი მილიარდი ადამიანი რიპლში? ხომ არ მიგვეცა რიპლი თითოეული ინდოელისთვის? ეს თითქმის ორი მილიარდია.“


ბირალმა მიანიშნა, რომ მომავალში ეს სვლა შესაძლოა განხორციელდეს, რასაც დიდი ძვრა მოჰყვება როგორც მსოფლიო ეკონომიკაში, ისევე თვითონ რიპლის კომპანიაში, რადგანაც ინდოეთის ბაზარი უზარმაზარია. მთავარი ვიცე პრეზიდენტის თქმით?:


„ეს ერთ-ერთი იდეაა. მაგრამ შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ თუ ინდოეთის 3 ყველაზე დიდ ბანკს შევმატებთ რიპლს, ბაზრის წილის 80%-ს მივიღებთ. შემდეგ დავფიქრდით - სად არის მომავალი? და გავაცნობიერეთ, რომ შემდეგ 5 წელიწადში 1 მილიარდი ადამიანი გახდება ბანკის მომხმარებელი ინდოეთში, მაგრამ ისინი საკუთარი ტელეფონებით გამოიყენებენ ამ ბანკებს. ასე რომ, ჩვენი მთავარი მიზანი მობილური ოპერატორები და telco იყო.”


“თუ ამას შევძლებთ ინდოეთში, ამას შევძლებთ ბრაზილიაშიც და შევძლებთ ყველა ამომავალ ბაზარზე. არას პასუხად არ მივიღებთ და გავაგრძელებთ ქსელის შექმნას მანამ, სანამ Wells Fargo-ს სხვა არჩევანი არ დარჩება და შემოგვიერთდება.”


ინდოეთში საკუთარი წარმატებით კმაყოფილი რიპლი ახლა მომავალზე ფიქრობს

ბირლამ ენთუზიაზმით აღნიშნა, რომ რიპლისთვის ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია ინდოეთში, რადგანაც კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. თუმცა, ბირლას თქმით, ეს შეთანხმება ძალიან ბევრს ნიშნავს რიპლისთვის და კომპანია ყოველ კვირა დებს შემოსავლიან გარიგებებს.


“ახლა, 2018-ში, პროდუქტს ბანკებზე ვყიდით და ყოველ კვირა ახალ გარიგებებს ვაწარმოებთ, რაც საოცარია ჩვენისთანა კომპანიისთვის.“


ვიცე პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა იმის ხაზგასმით დაამთავრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო აქტიური და გქონდეს სწორი ხედვა.


წყარო: coindoo.com

bottom of page