top of page

ოპერას ბრაუზერი ჩაშენებული ციფრული საფულით


ოპერას ბოლო ვერსია ამჟამად ანდროიდზე ბეტა ვერსიითაა ხელმისაწვდომი და წარმოგვიდგენს ადვილად გამოსაყენებელ კრიპტოვალუტის საფულის ფუნქციონალს. ეს ნიშნავს, რომ ოპერას 322 მილიონ მომხმარებელს აღარ დასჭირდება ცალკე საფულის დაყენება.


ოპერა ანდროიდისთვის კრიპტო საფულით


დეველოპერებმა, რომლებმაც შემოიღეს ანტი-მაინინგის დაცვის სისტემა, განმარტავენ, რომ ოპერას კრიპტო საფულის ინტერფეისი ანდროიდზე შექმნილია სიმარტივისთვის. ის სხვა არსებული საფულეებისგან სწორედ ამ თვისებით გამოირჩევა. ამასთან, ოპერა ეყრდნობა ანდროიდის ოპერაციული სისტემის უსაფრთხოებას, ამიტომაც არ დაგჭირდებათ დამატებით პინკოდი ან პაროლი საფულის გამოსაყენებლად.


“ბრაუზერში კრიპტოვალუტის საფულის ქონას ონლაინ გადარიცხვებისას ნაღდი ფულის ქონის შეგრძნებას იწვევს,” ამბობს ჩარლზ ჰამელი, ოპერა კრიპტოს პროდუქტის დირექტორი. “კრიპტო საფულით გადახდა ციფრული ფულის პირდაპირ მობილურიდან გაგზავნას ჰგავს და ჩვენ ეს ყველაფერი გავამარტივეთ. ეს გზას უხსნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის.”


ამჟამად ბეტა ვერსია მხოლოდ ETH-ის, ERC-20 მონეტებს და ERC-721-ს უჭერს მხარს. თუმცა, დეველოპერები სხვა ვალუტების დამატებასაც გეგმავენ მას შემდეგ, რაც გაარკვევენ, როგორი რეაქცია მოჰყვება ამ სიახლეს საზოგადოებაში. ოპერას კრიპტო საფულეს ასევე ჩაშენებული აქვს ეთერიუმის Web3 API, რომელიც, ნორვეგიული ბრაუზერის შემქმნელის იმედით, გაამარტივებს დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნას.


“ჩვენ გვჯერა, რომ დღევანდელი ქსელი ხვალინდელი დეცენტრალიზებული ქსელის ინტერფეისი იქნება,” დაამატა ჰამელმა. “ვინაიდან ჩვენ პირველი დიდი ბრაუზერი გავხდებით, რომელიც Web3.0-ს უჭერს მხარს, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს წვლილს შევიტანთ მომავლის ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდაში. ასევე ვიმედოვნებთ, რომ დავაჩქარებთ კრიპტოვალუტის გარდამავალ პერიოდს სპეკულაციების ინსტრუმენტიდან გადახდის საშუალებებამდე.”


წყარო: news.bitcoin.com

bottom of page