top of page

სამხატვრო გალერეის გაყიდვები იცვლება კრიპტოვალუტების დამატების შემდეგ



ონლაინ სამხატვრო გალერეის თანახმად, მათი გაყიდვები 427%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მათ სამი თვის წინ კრიპტოვალუტების მიღება დაიწყეს.


Lynx Art Collection-ი სხვადასხვა სახის საყურადღებო და ემოციურ ნამუშევრებს ყიდის. მათ პირველი პოსტერი 2012 წელს გამოუშვეს, ახლა კი მასიურად ყიდიან კრიპტოვალუტებთან, კოსმოსთან, მეცნიერებასთან, მოგზაურობასთან, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებთან და სხვა თემებთან დაკავშირებულ პოსტერებს. აქ შეგიძლიათ იხილოთ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რამდენიმე ნამუშევარი.

ამჟამად კომპანია კრიპტოვალუტებით გადახდის პროვაიდერის, Globee-ს, მეშვეობით იღებს ბიტკოინს, მონეროს და დეშს.


საიტი ასევე თანამშრომლობს Coinbase Commerce-სთან და მათი მეშვეობით იღებს ეთერიუმს, ბიტკოინს, ლაითკოინს და ბიტკოინ ქეშს. პლატფორმაში ინტეგრირებულია ნანოც და მისი გაგზავნა მხოლოდ QR კოდის სკანირებითაა შესაძლებელი. ამასთან ერთად, Lynx-ი იღებს 725-ზე მეტ კრიპტოვალუტას CoinPayments-ის მეშვეობით.

კომპანიის თანახმად, ისინი გამუდმებით მუშაობენ ახალი მონეტების დამატებაზე და იღებენ ახალი უნიკალური ნამუშევრების შეკვეთებს.


წყარო: https://dailyhodl.com

bottom of page