top of page

რაზე მიუთითებს სამხრეთ კორეის ბანკის კრიპტო-პორტფოლიო?


სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის თანახმად, შიდა ბანკების კრიპტოვალუტების პორტფოლიო ისევ ისეთ დაბალ მაჩვენებელზეა, როგორზეც ის 2017 წლის დეკემბერში იყო - 1.79 მილიარდი ამერიკული დოლარი.


კორეის ბანკის (BOK) 2017 წლის მონაწცემების მიხედვით, სამხრეთ კორეის ბანკების კრიპტოვალუტების პორტფოლიოს შედარებით მცირე წილი აქვს მათი აქტივების კლასებში, რაც 1.79 მილიარდ ამერიკულ დოლარს უდრის.


2017 წლის ბოლო თვეებში კრიპტოვალუტისადმი გლობალურად გაზრდილი ინტერესის მიუხედავად, კორეული ბანკები მაინც მცირე ინტერესს იჩენენ ციფრულ ვალუტებში ინვესტირების მიმართ. კორეის ბანკის თანახმად, ციფრულ აქტივებში ბანკების ინვესტიციები ჯამურად სამხრეთ კორეის სამაკლერო ფირმების დეპოზიტების, რომლებიც ერთიანობაში 23.33 მილიარდ დოლარს უდრის, მხოლოდ 8%-ს შეადგენს.


„სხვა საფონდო ბირჟებთან შედარებით, ინვესტიციები კრიპტო-აქტივებში არც თუ ისე დიდია, თანაც თუ ადგილობრივი ფინანსური დაწესებულებების რისკის მაჩვენებელს ციფრული აქტივებისას შევადარებთ, განსხვავება უმნიშვნელოა. ამიტომ ვთვლით, რომ კრიპტო-აქტივებს შეზღუდული გავლენა ექნებათ სამხრეთ კორეის ფინანსურ ბაზარზე“ - კორეის ბანკი.


წინა წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასი მხოლოდ 2000$ იყო, დეკემბერში კი თიქმის 20 000$-ს მიაღწია. ასეთი სწრაფი ზრდის გამო ინვესტორები მასიურად დაინტერესდნენ კრიპტოვალუტებით, რამაც ბაზრის „გადახურება“ გამოიწვია.


ინვესტორების თაღლითური გარიგებებისგან და სპეკულაციური იდეებისგან თავის დასაცავად, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ რეგულაციები შემოიღო, მათ შორისაა: პერსონალიზებული ანგარიშის სისტემები, არასრულწლოვნებისთვის ციფრულ აქტივებში ინვესტირების აკრძალვა და ბაზრის გამჭვირვალეობისა და კონტროლირებადობის გაზრდის სხვადასხვა გზები.


ამასთან ერთად, ისინი კრიპტოვალუტებით ვაჭრობაზე, გაყიდვების გადასახადის ან კაპიტალური მოგების გადასახადის სახით გადასახადების შემოღებასაც განიხილავენ.


გასულ კვირას სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩენზე კლასიფიკაციის სისტემის გამოშვებით საბოლოოდ სცნო კრიპტოვალუტების ინდუსტრია. ფინანსური ოპერაციების კომისიამ (FSC) კი რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო.


ამავდროულად G20-ის წევრი ქვეყნები კრიპტოვალუტებზე ერთიანი რეგულაციების შექმნაზე მუშაობენ.


„ფინანსური ოპერაციების კომისიამ ცვლილებები შეიტანა და გაამკაცრა ფულის გათეთრებისა და არალეგალური აქტივობების აღმოფხვრისა თუ ამოცნობის პოლიტიკა, რადგანაც რეგულატორი კრიპტოვალუტების წინააღმედ არაა.“ -განაცხადა ფინანსური ოპერაციების კომისიის წარმომადგენელმა.


განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც FSC-მ განაცხადა, რომ ის იმ საბანკო ანგარიშების მონიტორინგს დაიწყებდა, რომლებიდანაც კრიპტოვალუტების ტრანზაქციები წარიმართება, განსაკუთრებით კი იმ ანგარიშების, რომლებიდანაც უცხო და შიდა ვაჭრობები ხორციელდება. ამ ყველაფრის მიზანი კი სამხრეთ კორეაში ციფრული ვალუტებით ვაჭრობის კონტროლია.


წყარო: https://cryptovest.com

bottom of page