top of page

10 უმდიდრესი ბიტკოინის მფლობელი


ბიტკოინის საშუალო ფასი 2009 წელს 10 ცენტზე ნაკლები იყო. მას შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი მუდმივად იზრდება და ახლა ერთი ბიტკოინის ფასი დაახლოებით 6 ათასი ამერიკული დოლარია. ეს ღირებულების დაფასებაზე მიუთითებს, რამაც ბევრი მილიონერად აქცია ბოლო 8-9 წლის განმავლობაში. მოცემულია 10 საუკეთესო ადამიანი/დაწესებულება, რომლებიც ბიტკოინის დიდ რაოდენას ფლობენ.


1. სატოში ნაკამოტო


ბიტკოინის ძირითადი რაოდენობის მფლობელია თავად ბიტკოინის შემქმნელი, მეტსახელად სატოში ნაკამოტო. ნაკამოტოს მფლობელობაში არსებული ბიტკოინების რაოდენობა დაახლოებით 1.1 მილიონს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით 6 მილიარდი დოლარის ექვივალენტურია. ნაკამოტოს თავისი ბიტკოინების უმრავლესობა არასდროს გამოუყენებია რაიმე მიზნისთვის რეალურ სამყაროში. თუ ის გაყიდდა მთლიან დანაზოგს, მაშინ ბიტკოინის ფასი საგრძნობლად სწრაფად დაეცემოდა.


2. ბულგარეთი


ბულგარეთს ამჟამად ბიტკოინის ყველაზე დიდი მარაგი აქვს მსოფლიოში. როგორ გახდა ევროპული სახელმწიფო ასეთი თანხის მფლობელი? მათ 2017 წლის მაისში 213,519 ბიტკოინი მიითვისეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისას, რაც საკმარისი იყო სახელმწიფოს ვალის მეოთხედის გადასახდელად.


ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, კრიმინალები ტექნიკურ ხერხებს იყენებდნენ გადასახადებისთვის გვერდის ასავლელად. 2018 წლის იანვრისთვის ციფრული ვალუტის ფასი 1.2 მილიარდი დოლარი იქნება. ბულგარეთის ხელისუფლებამ მონეტების შესახებ დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.


3. ბიტფინექსი


ბიტფინექსი კრიპტო ბირჟაა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიტკოინ საფულე აქვს 163,133.18 ბიტკოინით, რომელთა საერთო ფასი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარია. კიბერ ჰაკერებისა და არაკანონიერი შეტევებისგან, რომლებიც ინტერნეტის გავლით ხორციელდება, მონეტები საიმედოდაა დაცული.


4. The FBI


FBI ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ბიტკოინის მფლობელია. 2013 წლის სექტემბერში მათ 144,000 ბიტკოინი მიითვისეს, რასაც Silk Road-ის, ნარკოტიკების ინტერნეტ ბაზრის ოპერატორი Ross Ulbricht-ი, ცნობილი როგორც “Dread Pirate Roberts“-ი ფლობდა. Ulbricht-მა საბედისწერო შეცდომები დაუშვა, რითიც ისარგებლეს გამომძიებლებმა და დაადგინეს საიტის მისამართი, შემდეგ კი მასაც მიაგნეს. Silk Road-ის მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ საიტის ამოქმედების შემდეგ 9.5 მილიონამდე ბიტკოინით ივაჭრეს. არსებობს მოსაზრება, რომ FBI-მ დიდი რაოდენობით ბიტკოინი გაყიდა და აღნიშნა, რომ ბიტკოინი გარკვეულწილად წარმატების მომტანიცაა. გაყიდული ბიტკოინების დიდი რაოდენობა ბარი სილბერტმა იყიდა.


5. ტყუპი ვინკელვოსები


ტაილერ და კამერონ ვინკელვოსები პირველი ბიტკოინ მილიარდელები არიან. პირველად მათ მაშინ მოიპოვეს პოპულარობა, როდესაც განაცხადეს, რომ მარკ ცუკერბერგმა მათგან ფეისბუკის შექმნის იდეა მოიპარა. მათ ცუკერბერგი ConnectU საიტის შესაქმნელად დაუკავშირდა, რომელიც შემდგომში ფეისბუკი გახდა.


მათ ცუკერბერგისგან კომპენსაციის სახით მიღებული 11 მილიონი დოლარი 2013 წელს 1.5 მილიონი ბიტკოინის საყიდლად გამოიყენეს. მაშინ ბიტკოინის ფასი 120 დოლარი იყო. ინვესტიციები კი მას შემდეგ 20 000%-ით გაიზარდა.


ტყუპები, როგორც ამტკიცებენ, ბიტკოინის საერთო რაოდენობის ერთ პროცენტს ფლობენ. მათი საერთო ქსელების ფასი დაახლოებით 400 მილიონია. მათ შექმნეს Windex-ი, ფული დააბანდეს რამდენიმე ბიტკოინთან დაკავშირებულ ორგანიზაციაში და 1.5 მილიონი დოლარის ინვესტირება ჩადეს Bitlnstant-ში.


6. გარვინ ანდრესენი


მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის მთავარი დამფუძნებელი სატოში ნაკამოტოა, გარვინ ანდრესენი მოიაზრება პიროვნებად, რომელმაც ისეთი ბიტკოინი შექმნა, როგორიც დღეს სახეზე გვაქვს. გარვინი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც სატოშიდ მოიაზრებდნენ, თუმცა ის ამ ფაქტს უარყოფს. სამაგიეროდ, ის ამტკიცებს, რომ მას რამდენიმე წლიანი ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანონიმურ კრიპტოგრაფერთან. ნამდვილმა სატოში ნაკამოტომ მემკვიდრედ ის 2010 წელს აირჩია. გარვინი იმ სივრცის მთავარი დეველოპერი გახდა, რომელიც საზღვრავს, თუ როგორ ფუნქციონირებს ბიტკოინი. თავისი შესაწირების გათვალისწინებით, მას ბიტკოინის ფონდმა 200,000 ამერიკული დოლარის ღირებულების ბიტკოინი გადაუხადა. მან რამდენჯერმე გაანაღდა თანხა.


7. როჯერ ვერი


როჯერ ვერი, ცნობილი, როგორც ბიტკოინის იესო, ერთ-ერთი პირველი ბიტკოინ მილიარდერია და მინიმუმ 100,000 ბიტკოინის მფლობელი. ცნობილმა ლიბერტარიანელმა კოლეჯს თავი დაანება და გადაერთო ბიტკოინთან დაკავშირებულ პროექტებზე. სხვა კრიპტო მილიარდერებისგან განსხვავებით, რომლებიც ფულს ტიპიურ კერძო კუნძულებზე და ძვირადღირებულ ნივთებზე ფლანგავენ, ვერის ოცნებაა დააფუძნოს თავისუფლების მოყვარული საკუთარი ნაცია, სადაც თითოეული პიროვნება საკუთარი ცხოვრების აბსოლუტური ბატონ-პატრონია და თავისუფლად შეუძლია, რაც უნდა ის აკეთოს. როჯერმა უარი თქვა ამერიკის მოქალაქეობაზე 2014 წელს და პატარა კარიბულ კუნძულზე დასახლდა.


8. ბერი სილბერტი


სილბერტი კომერციული კაპიტალისტი და ციფრული ვალუტის ჯგუფის დამფუძნებელია. მან ერთ-ერთმა პირველმა შეიძინა ბიტკოინი. ბერიმ იყიდა 48,000 მონეტა U.S. Marshals Service-ის მიერ მოწყობილ 2014 წლის აუქციონზე. აშშ-ის მთავრობამ მონეტების უმეტესობის კომპენსაცია განახორციელა Ross Ulbricht-სგან, შავი სავაჭრო ინტერნეტ სივრცისგან, სადაც ნარკოტიკები და სხვა არალეგალური ნივთები იყიდებოდა. ბიტკოინის ფასი მაშინ 350$ იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ სილბერტის მონეტების ფასი საგრძნობლად გაიზარდა 16.8 მილიონიდან 288 მილიონ დოლარამდე.


9. ჩარლი შრემი


ჩარლი შრემი ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები ბიტკოინ მილიარდელია. მან ინვესტირება დიდი რაოდენობის ბიტკოინის კრიპტოვალუტის პირველ დღეებში განახორციელა. შრემი ბიტკოინ ორგანიზაციის აქტიური წევრი იყო და მან Bitlstant-ი ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში დააფუძნა. 2014 წლის დეკემბრის ბოლოსთვის, შრემი დამნაშავედ ცნეს ფულის გაყალბებისთვის და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ, მან წამოიწყო სტარტაპი სახელად Intellisys Capital-ი, რომელიც ინვესტირებულ პორტფოლიოებს ყიდის ბლოკჩეინ კომპანიებში. მიუხედავად იმისა, რომ მას არ გამოუაშკარავებია, თუ რა ღირს ბიტკოინები, რომელსაც ის ფლობს, გავრცელებული ინფორმაციით მან რამდენიმე ათასი იყიდა, როცა ისინი რამდენიმე ათასი ღირდა. ახლა კი მათი ფასი მილიონებს შეადგენს.


10. ტონი გალიპი


ცნობილი ბიზნესმენი, ტონი გალიპი, ბიტკოინების ერთ-ერთი უმდიდრეს მფლობელადაა აღიარებული. მან დიდი როლი ითამაშა BitPay-ის შექმნაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიტკოინ გადახდების სისტემაა მთელს მსოფლიოში. კომპანია 2011 წლის მაისში გაიხსნა და დღეში ერთ მილიონ დოლარზე მეტი აქვს მიმოქცევაში. Bitpay ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანიცაა, რომლებმაც გააფორმეს კონტრაქტები მსხვილ კომპანიებთან, როგორებიცაა Microsoft, Dell, TigerDirect-ი და Newegg-ი. 2014 წლისთვის კომპანიამ დაახლოებით 100 ადამიანი დაასაქმა.


დასკვნა


აღსანიშნავია, რომ 1 000 საუკეთესო ბიტკოინ მფლობელი მიმოქცევაში არსებული მთლიანი ბიტკოინის დაახლოებით 35%-ს ფლობს. ამასთან, არსებობენ ათასობით ინდივიდები, რომლებიც დიდი რაოდენობით ბიტკოინს ფლობენ, თუმცა არჩიეს უცნობად დარჩენილიყვნენ.


წყარო: https://usethebitcoin.com

bottom of page