რატომ უნდა ჩავდოთ ფული ICO მონეტებში?
1. გონიერი კონტრაქტის დახმარებით თქვენ შეძლებთ მოგების ნახვას;
2. მონეტების ფასი შესაძლოა მალე გაიზარდოს, თქვენ კი მათი დროულად შეძენა-გაყიდვით ფულს იშოვით. ეს პროცესი სტანდარტულ საფონდო ბირჟას წააგავს.
საინტერესო მონაცემები
1. Plutus-ი ბიტკოინით მარტივად გადახდის აპლიკაციაა, რომელმაც მონეტები 2016 წლის ივნისში გამოუშვა. 1 მონეტა $1.183 ღირდა, მონეტის ახლანდელი ფასი კი $15.122-ია, რაც 1,178%-იანი ზრდაა.
2. Neo, კრიპტოვალუტა, რომლის ფასი 33 ცენტს ძლივს სცდებოდა, ახლა $76 ღირს. რამდენიმე თვის წინ მისი ღირებულება $180-იც იყო.
როგორ ავირიდოთ თავიდან ICO თაღლითობები?
ეს საკმაოდ კარგი შეკითხვაა და არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება: როგორც ექიმი ჰაუსი იტყოდა, ყველა იტყუება. ამ სისტემაშიც არის კარგი და ცუდი ხალხი. არსებობს სტარტაპი Candido, რომელმაც $375,000 შეაგროვა და ფულთან ერთად გაუჩინარდა. მათი ვებ გვერდი გაუქმდა და ვერავინ იპოვა ხალხი, რომელიც მის უკან იდგა.
მოკლე სია იმისა, რასაც უნდა ვერიდოთ:
1. ანონიმური გუნდი. გვესმის, რომ ყველაფერი დეცენტრალიზების ირგვლივ ტრიალებს, თუმცა რამდენად ანდობთ თქვენს ფულს სრულიად უცხო კომპანიას უცხო თანამშრომლებით? უმჯობესია, იცოდეთ, ვინაა მისი შემქმნელი.
2. ზემდეტად კარგი შემოთავაზება. თუ თანხა, რომელსაც კომპანია მოგებად გპირდებათ, დიდად აღემატება ICO-ს მოგების საშუალო მაჩვენებელს, რაღაც რიგზე ვერ უნდა იყოს.
3. უცნობი სამომავლო გეგმები. თუ სანდო სტარტაპთან გვაქვს საქმე, მათ მინიმუმ 1 წლიანი გეგმა ექნებათ მკაფიოდ გაწერილი. თუ მათ საიტზე მხოლოდ ცარიელ დაპირებებს კითხულობთ, ხელახლა დაფიქრება გმართებთ, სანამ თქვენს ფულს ანდობდეთ.
რა არის წინასწარი ICO
კინაღამ დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ შეგიძლიათ მონეტები ICO-მდეც შეიძინოთ. როგორ? კრიპტოსამყაროში შეუძლებელი რაღაცებიც შესაძლებელია.
ზოგჯერ კომპანიას ICO-სთვისაც კი სჭირდება ფინანსები (რეკლამები და ა.შ.). ასეთ დროს ისინი იწყებენ გაყიდვებს გაყიდვებამდე. წინასწარი ICO-ს დროს მონეტების ფასები კიდევ უფრო დაბალია და საბოლოო ჯამში დიდი მოგების ნახვაც შეგიძლიათ. როგორც წესი, ასეთი მონეტების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია და ისინი რამდენიმე წამში იყიდება. თუ გსურთ წინასწარი ICO-ს დროს მონეტების შეძენა, მუდმივად უნდა ამოწმოთ უახლოესი გაყიდვები.
შეიძლება იფიქროთ, რომ წინასწარი ICO ადვილად მოსაწყვეტი ხილია, მაგრამ ასე არაა. პოპულარული პრაქტიკაა, რომ წინასწარი გაყიდვები მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ინვესტორებისთვის განხორციელდეს, რომლებიც ე.წ. ბიზნეს ანგელოზების როლს თამაშობენ. ამრიგად, სტარტაპს შეუძლია წინასწარი ICO-დან აღებული ფულით უფრო მეტი ფული იშოვოს მას შემდეგ, რაც ისინი ოფიციალურ ICO-ს ჩაუშვებენ.
წყარო: https://cointelegraph.com