top of page

რიპლი სვიფტის წინააღმდეგ


დღესდღეობით არსებული, არქაული პლატფორმების ახალი ბლოკჩეინებითა და ინფრასტრუქტურებით ჩანაცვლება შეიძლება მხოლოდ დროის საკითხი იყოს. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც, სავარაუდოდ, ბოლო მოეღება, სვიფტია.


საერთაშორისო ინტერნეტ-ბანკის ფინანსური ტელეკომუნიკაცია, ანუ იგივე სვიფტი, დაახლოებით 40 წელია, რაც არსებობს. სვიფტი ბრიუსელში (ბელგია) შეიქმნა 1973 წელს. მან შეასრულა თავისი როლი საზღვარგარეთული ტრანზაქციების არსებობაში, მაგრამ ამას განვითარება არ მოჰყოლია. სწორედ ამიტომ არსებობს ახალი ბლოკჩეინების საჭიროება.


ერთ-ერთი კრიპტო-სტარტაპი ზემოხსენებული მიზნითა და თავისი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გაუმჯობესებებით რიპლია.


რიპლი-სვიფტი


იმის ასახსნელად, თუ რატომ უნდა ჩანაცვლდეს სვიფტი და რა პრობლემები აქვს მას, ჩვენ მაგალითისთვის მოვიყვანთ კომპანიის მფლობელს, რომლის კომპანიასაც შემოაქვს ნივთები ჩინეთიდან ან ავსტრალიიდან და შემდეგ ყიდის მათ მთელს მსოფლიოში. ის უცხოურ ვალუტებში აწარმოებდა ტრანზაქციებს და ეს ბიზნესი უკვე 25 წელია მისი საქმიანობაა, თუმცა ბევრი გეგმაც ჩაშლილა საზღვარგარეთული ტრანზაქციების დროს:


ერთი ამერიკული დოლარის ტრანსფერს მისი აშშ-ში არსებული HSBC ანგარიშიდან ჩინეთის HSBC ანგარიშზე, 4 სამუშაო დღე დასჭირდა. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ პროცესი მიმდინარეობდა ერთი და იმავე ბანკს შორის ერთი და იმავე ვალუტით.


ასევე 4 დღე დასჭირდა ინდივიდუალური ინიცირებული ავსტრალიური დოლარის გადაგზავნას ავსტრალიიდან შვეიცარიაში - და ეს არ არის ყველაფერი. ბანკის მიერ ავსტრალიური დოლარის შვეიცარულ ფრანკში გადაცვლისას და ისევ დოლარში დაბრუნებისას, როცა ანგარიში შვეიცარიაში მოხვდა, პროცესის დასასრულებლად შეთანხმების თანხას დამატებითი გადასახადის სახით 5% დაემატა.


რიპლი ქმნის xRapid-ს XRP მონეტების ტრანსფერებისთვის, რათა მოგვარდეს ზემოაღნიშნული პრობლემები. ამ ტრანსფერს კი მხოლოდ 3 წამი დასჭირდება და არ იქნება დამოკიდებული ადგილმდებარეობასა და ვალუტაზე. ასევე, მას თითქმის არ ახლავს დამატებითი გადასახადი.


ბილ გეითსის ფონდი არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანებისთვის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას. უკეთესი შედეგების მისაღწევად, ფონდი გაერთიანდა რიპლთან და მათი ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა პროგრამა, სახელად Mojaloop-ი.


მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2 მილიონზე მეტი ადამიანია სიღარიბის ზღვარს მიღმა, რადგან მათ ხელი არ მიუწვდებათ ბანკის ანგარიშებზე და სხვა ძირითად ფინანსურ სერვისებზე.


Mojaloop-ი მარტივად ხელმისაწვდომი პროგრამაა, რომლის გამოყენებაც ბანკებს ძალიან მარტივად შეუძლიათ საჭიროებისამებრ და დაბალი ხარჯებით. დეველოპმენტის პროცესში პროექტში თანხას გეითსის ფონდი დებდა და პროგრამის შექმნაში რიპლთან ერთად ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებმაც მიიღეს მონაწილეობა.


„ღარიბებისთვის გადახდის მეთოდების მიცემა, რაც შესაძლებელია მობილური საფულეების მეშვეობით, სხვადასხვა შედეგებთან ერთად, გაზრდის მათ კავშირს სახელმწიფოში არსებულ ეკონომიკასთან. ეს კი მილიონების შემოდინებას გამოიწვევს გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში. ჩვენ პატივი გვერგო, რომ ამ პროექტის ნაწილი ვართ.“ - სტეფან ტომასი - რიპლის უფროსი ტექნოლოგიური ოფიცერი.


bottom of page