top of page

ფეისბუკს ბლოკჩეინისთვის ახალი ტექნიკური დირექტორი ჰყავს


როგორც ჩანს, ფეისბუკი თანდათანობით უფრო სერიოზულად ეკიდება ბლოკჩეინს. ამაზე მეტყველებს ახალი ტექნიკური დირექტორის დანიშვნა, რომელიც ამ ტექნოლოგიის განვითარების პროცესს გაუძღვება.


სოციალური მედიის გიგანტმა ერთ-ერთი თავისი უფროსი ტექნიკური ინჟინერი, ევან ჩენგი, „ტექნიკური საკითხების, ბლოკჩეინის“, დირექტორად დანიშნა. ახალი თანამდებობის შესახებ პირველად TechCrunch-მა განაცხადა, რაც მოგვიანებით, ხუთხაბათს, ფეისბუკმაც დაადასტურა.


ჩენგის LinkedIn-ის გვერდის თანახმად, მანამ სანამ ბლოკჩეინზე მუშაობა მისი პირველი პრიორიტეტი გახდებოდა, ის სამი წლის განმავლობაში პროგრამირების ენებისა და შესრულების დროების ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე იმყოფებოდა, რასაც წინ უძღოდა ეფლის კომპანიაში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება.


ჩენგის ტვიტერის გვერდზე არსებულ თავის ბიოგრაფიაში წერია, რომ მას ბლოკჩეინთან და კრიპტოვალუტებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. აქვე ვკითხულობთ: “ძირითადი სამუშაო - პროგრამირების ენები, შესრულების დროები, კომპილერები. მეორეხარისხოვანი სამუშაო - ბროკჩეინი, კრიპტოვალუტა.“


CoinDesk-მა მაისის თვეში განაცხადა, რომ კომპანიამ სპეციალური გუნდი შექმნა ამ აღმავალი ტექნოლოგიის შესასწავლად. ამ გუნდის ხელმძღვანელობა შესთავაზეს ფეისბუკის მესენჯერის პლატფორმის ხელმძღვანელს, დევიდ მარკუსს. მარკუსი, Coinbase-ის დღევანდელი დირექციის წევრი, PayPal-ის პრეზიდენტი იყო.


ამას მოჰყვა ფეისბუკის მიერ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ რეკლამებზე რეგულაციების შემსუბუქება.


იმისდა მიუხედავად, რომ კომპანიამ იანვრის თვეში ყველანაირი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამა აკრძალა, მან ივნისის თვეში დაუშვა ამ თემასთან დაკავშირებული ზოგიერთი სახის რეკლამის განთავსება. მონეტის თავდაპირველ შეთავაზებებსა და კრიპტო-ბინარულ ოფციონებთან დაკავშირებული რეკლამების განთავსება ჯერ კიდევ აკრძალულია.

წყარო: https://www.coindesk.com

bottom of page