“ბიტკოინი წარუმატებელი ექსპერიმენტია და ბუშტი სკდება”
ბიტკოინი 2009 წელს გამოჩნდა და 2011 წელს მისი ღირებულება $1-ს შეადგენდა, რაც მნიშვნელოვანი ზრდა იყო 2010 წლის 1 ცენტიან მონაცემებთან შედარებით.
პირველი უზარმაზარი ბუშტი 2011 წლის ივნისში იყო, რამაც ბიტკოინის ფასი $31-მდე [WU1] აიყვანა, შემდეგ კი გასკდა და პირველი დიდი ვარდნა $2-მდე იმავე წლის დეკემბერში მოხდა.
იქიდან მოყოლებული, ბიტკოინი ექსპონენციურად გაიზარდა როგორც ფასით, ისე ბაზრის კაპიტალიზაციითაც. 2017 წლის ნოემბერში, ბიტკოინი $7 000 ღირდა, რაც დიდი განსხვავებაა 2013 წლის აპრილის ფასთან - $266. 2017 წლის დეკემბრისთვის, ბიტკოინი $14 000 ღირდა. თუმცა, ვალუტა თავისი დიდების მწვერვალიდან დაეცა და ახლა $6 000 ღირს.
ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, ბიტკოინმა 2017 წლის დეკემბრის ფასის 70% 2018 წლის დასაწყისში დაკარგა. ეს არ არის კარგი ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბიტკოინი პიკის დროს იყიდა.
თუმცა, ბაზარზე მხოლოდ ბიტკოინის ფასი არ განიცდის ვარდნას. ვებ-გვერდ Deadcoins-ის ცნობით, რომელიც თვალს ადევნებს წარუმატებელ მონეტებს, 830-მდე კრიპტოვალუტა, რომლებიც წარდგენილი იყო ბაზარზე, ახლა უკვე აღარ არსებობს. ევგენი ჩერეშევიც, Biolink Tech-ის დამფუძნებელი, მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტების 90% განწირულია წარუმატებლობისთვის.
საკუთარ ანალიზზე დაყრდნობით, ევგენი აღწერს კრიპტოს, როგორც პირამიდის სქემას, სადაც დაინტერესებული პირები ივესტირებას იმისთვის ცდილობენ, რომ ფასი ასწიონ და სწრაფი სარგებელი მიიღონ. ეს ყველაფერი მთავრდება ბუშტის გახეთქვით და კრიპტო კვდება.
Deadcoins-ის თანახმად, კრიპტოვალუტა შესაძლოა რამდენიმე მიზეზის გამო მოკვდეს: გამოჩნდეს, როგორც რაიმეს პაროდია, გამოირთოს, აღმოჩნდეს აფიორა ან დაიჰაკოს. ამ ფაქტორებთან ერთად ისიც მოქმედებს, რომ ვალუტა რეალურ აქტივებთან დაკავშირებული არაა - განსხვავებით ტრადიციული ფულისგან. ამ ყველაფერს ფასის არასტაბილურობამდე მივყავართ, რაც უფრო ართულებს ბიტკოინის ტრადიციულ ვალუტად მიღებას.
ამ მიზეზის გამო, Cybereason-ის დირექტორმა, როს რუსტიციმ, განაცხადა, რომ კრიპტოვალუტები ექსპერიმენტია, რომელმაც თავის მთავარ მიზანს ვერ მიაღწია. მარკ ჯეიმსი, ფასიანი ქაღალდების ექსპერტი ESSET-ში, ამბობს, რომ ბიტკოინის წარმატების გამო ბევრი კრიპტო ეცადა დიდების მოპარვას და ზოგი ზედმეტად გაზვიადებულად შეფასდა.
წყარო: https://zycrypto.com