top of page

საფულის მისამართის დაკოპირება თაღლითების მიერ დაგებული ახალი მახეა


Naked Security-ი განიხილავს, თუ რამდენადაა შესაძლებელი, რომ გარკვეულმა ვირუსმა შეცვალოს საფულის დაკოპირებული მისამართი და თქვენი ფული სხვას გადაუგზავნოს.


მოდით, წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი.


აპირებთ ბიტკოინის ყიდვას და გჭირდებათ მიმღების მისამართის მითითება. თქვენ აკოპირებთ ამ მისამართს და მზად ხართ, ჩასვათ იგი სადაც საჭიროა, რათა ბიტკოინი გაიგზავნოს. რა თქმა უნდა, ამგვარად თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ არ გამოგრჩენიათ რაიმე სიმბოლო და მისამართი სწორადაა მითითებული.


დავუშვათ, თქვენი მისამართია ABC123; ვირუსი ქმნის მსგავს მისამართს, რომელიც ჰგავს ნამდვილს, მაგალითად, A8B123 და შემდეგ ცვლის თქვენს მიერ დაკოპირებულ ტექსტს A8B123-ით. შედეგად, თქვენ იყენებთ ვირუსულ მისამართს ბიტკოინის გასაგზავნად.


თუ ყურადღებით არ დააკვირდით მისამართს, განსხვავება შესაძლოა ვერც შეამჩნიოთ, არა?


როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი ამისგან?


პირველ რიგში, უნდა შეწყვიტოთ დაკოპირების სისტემის ნდობა. თუ მას მაინც იყენებთ, შეამოწმეთ, რომ რაც დააკოპირეთ, ემთხვევა ნამდვილ მისამართს, ან შეიყვანეთ ინფორმაცია ხელით. ასე გარანტია გექნებათ, რომ არ გახდებით ამ თაღლითობის მსხვერპლი. არასდროს დააკოპიროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს ეხება პაროლს და პირად გასაღებს, იმიტომ რომ ეს პროგრამა კითხულობს იმასაც, რაც დაკოპირებულია და ვირუსის საშუალებით კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნდეს.


უნდა გამოიყენოთ განახლებული ანტივირუსი.


გქონდეთ კომპიუტერი მწყობრში, თავი არიდეთ უცნაურ ლინკებზე გადასვლას. სრულად დაზღვეული ვერ იქნებით მსგავსი თაღლითობისგან, თუმცა შეგიძლიათ შეამციროთ ასეთი შემთხვევის რისკები მაღალი სიფრთხილის გამოჩენით.


წყარო: https://cryptodaily.co.uk

 
bottom of page