top of page

რიპლს კიდევ ერთხელ ასამართლებენ


გუშინწინ გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, რიპლის ლაბორატორია კიდევ ერთი საჩივრის წინაშე აღმოჩნდა ფასიანი ქაღალდების აფიორის გამო.


იძიებენ რიპლის XRP-ზე მფლობელობის საკითხს. რადგანაც რიპლი XRP-ს დიდ რაოდენობას ფლობს, ბევრი თვლის, რომ XRP, როგორც ვალუტა ვერ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდის მახასიათებლებს, რაც ფინანსური მახინაცია იქნებოდა. რა თქმა უნდა, უმეტესობა არ თვლის XRP-ს ფასიან ქაღალდად, მაგრამ მთლიანობაში, ეს ვერ აფერხებს ხალხს, იბრძოლონ კომპანიის წინააღმდეგ.


ნექსთ ვების ცნობით:


“ბოლო27 ივნისის საჩივრით, კერძო ინვესტორი აცხადებს, რომ რიპლის ლაბორატორიამ და მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრედლი გარლინგჰაუსმა, უკანონოდ მიიღეს მოგება ფასის ზრდის შედეგად.”


ეს ძალიან ცუდი ამბავია რიპლისთვის და შესაძლოა ცუდად აისახოს ვალუტაზე მომდევნო დღეებში და კვირებში. საერთო ჯამში, XRP-ის ასოცირება ფასიან ქაღალდთან დამანგრეველია რიპლისთვის. ამის ერთ-ერთი მიზეზი მარტივია: Coinbase-ი, რომლის სიაშიც გამოჩენა რიპლისთვის საკმაოდ მომგებიანი იქნებოდა, თავის საფულეში ფასიან ქაღალდებს არ განათავსებს და ამაზე პატარა მინიშნებაც საკმარისია იმისათვის, რომ რიპლი ვერასდროს მოხვდეს Coinbase-ზე.


საჩივრების მატებასთან ერთად, საჭირო იქნება გადაწყვეტილების მიღება. თუ ინსტიტუციები შეთანხმდებიან, რომ XRP ფასიანი ქაღალდია, ეს რიპლს ბევრ პრობლემას შეუქმნის. მეტიც, ეს ისეთი რამაა, რაზე ნერვიულობაც ინვესტორებს მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მონეტას ფასიან ქაღალდად არ მიიჩნევს, არ ვიცით, რა მტკიცებულებები გააჩნიათ მათ ამის წინააღმდეგ და არც ის ვიცით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებაზე შეჯერდებიან.


რაც დრო გადის, მსგავსი შინაარსის სულ უფრო მეტი საქმე ჩნდება, რადგან რიპლისთვის ჩივილი ნელ-ნელა პოპულარული ხდება. ასე რომ, რაც მალე მიიღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, მით უკეთესი.

წყარო: https://cryptodaily.co.uk

bottom of page