ეთერიუმ კლასიკი ბაზრის ვარდნას გაურბის
ეთერიუმ კლასიკი მოვლენების წინააღმდეგ მიდის. გუშინ, როდესაც დანარჩენმა ბაზარმა ვარდნა მკვეთრი დაიწყო, ეთერიუმ კლასიკმა პოზიტიური ზრდა აჩვენა დღის განმავლობაში. ფასის ეს მატება დიდი გეგიმის მცირე ნაწილია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ როგორ სწრაფად დავარდა ბაზრის დანარჩენი ნაწილი, სჯობს თვალი მივადევნოთ, რას აკეთებს ეთერიუმ კლასიკი ახლა. სულ მცირე, რაც მან გააკეთა ისაა, რომ თავი დაიხსნა დათვისგან (ფასის ვარდნისგან) - ეს უდავოა.
ამ სტატიის წერის მომენტში ეთერიუმ კლასიკი $17,55 ღირს, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 2,68%-იანი ზრდის შედეგია. აღმასვლა მარგინალურია, თუმცა, მეზობლებთან შედარებით, ეთერიუმ კლასიკი საოცარ ზრდას აჩვენებს. სტატიის წერის მომენტში დეში 4,35%-ითაა დავარდნილი, NEM-ი - 5,20%-ით, TRON-ი - 7,42%-ით, ხოლო VeChain-ი - 8,44%-ით. როგორც ხედავთ, ვალუტების უმეტესობა ვარდება მაშინ, როდესაც ეთერიუმ კლასიკი - არა.
ჯერ-ჯერობით უცნობია ეთერიუმ კლასიკის ფასის ზრდის გამომწვევი მიზეზები[WU1] . მთლიანი ბაზრის ვარდნის პირობებში ძალიან იშვიათია, რომ ეთერიუმ კლასკის მსგავსი კრიპტოვალუტა კარგ შედეგებს აჩვენებდეს. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი გამოწვეულია სპეკულაციებით იმის შესახებ, რომ ეთერიუმ კლასიკი Coinbase[WU2] -ის სიაში აღმოჩნდება.
მართალია, Coinbase-ი ადასტურებს, რომ ეთერიუმ კლასიკი სიაში მოხვდება, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, როდის მოხდება ეს. მოსალოდნელია, რომ ივლისის განმავლობაში, Coinbase-ი დააანონსებს სიაში განთავსების თარიღს, ასევე მოსალოდნელია, რომ ვალუტა სიაში ივლისში მოხვდება. Coinbase-ი, სავარაუდოდ, არ შეგვატყობინებს ყველა დეტალს, ამიტომაც შესაძლოა ეს ყველაფერი უფრო სწრაფად განხორციელდეს.
Coinbase-ზე განთავსებით ეთერიუმ კლასიკი ყურადღებას მიიპყრობს და ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ამ ყველაფერს დიდი გავლენა ექნება ვალუტის ფასზე. ამ მომენტისთვის სპეკულაციები და მოლოდინები, როგორც ჩანს, ეთერიუმ კლასიკის ფასის ზრდას იწვევს.
გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის საინვესტიციო რჩევა. ეთერიუმ კლასიკი ექვემდებარება არასტაბილურობას საინვესტიციო რჩევებთან დაკავშირებით და ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს კარგად გააზრებული. უბრალოდ თვალყური ადევნეთ ვალუტის განვითარებას და მხოლოდ თქვენი დაკვირვების საფუძველზე მიიღეთ საინვესტიციო გადაწყვტილება.
წყარო: https://cryptodaily.co.uk