top of page

NEO დეცენტრალიზებისკენ მიიწევს ახალი ეკოსისტემით


NEO-მ გუშინ, 4 ივლისს, დეცენტრალიზებისკენ სვლა დაიწყო. სვლა, რომელიც დიდი ხნის წინ იგეგმებოდა, მონეტის ოფიციალურ ტვიტში გამოაშკარავდა.


ეს სვლა დიდ როლს ითამაშებს გლობალურ კრიპტო ეკონომიკაში იმის გათვალისწინებით, რომ NEO ერთ-ერთი საუკეთესო კრიპტოვალუტაა მიმოქცევაში.


ეს დიდი გარდატეხაა, მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს იგი?


დეტალები ამ მომენტისთვის იმდენად ფრაგმენტულია, რამდენადაც ორიგინალურია ტვიტი, მიუხედავად იმისა, რომ ის უხეში ინგლისური თარგმანითაა შესრულებული. ეს განცხადება უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხობს.


თარგმანში წერია:


“არავითარი ინოვაცია. არავითარი დეცენტრალიზაცია, არავითარი კომუნიკაცია. წარსულში ბევრჯერ გვსმენია „არა“. მაშინ, როდესაც ბაზარი იცვლება, NEO-ს ხედვა უცვლელი რჩება. დეცენტრალიზაციის ამ პირველი ნაბიჯიდან NEO-ს ეკოსისტემის ახალ ერას აეხდება ფარდა!“


ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც მისტიური და დიდად მოსალოდნელი ანონსი გვიმხელს, არის თარიღი, როდესაც პროექტი განხორციელდება: 4 ივლისი, 21:00 (GMT+8).


NEO-ს ფასი იზრდება


ნეოს, 12-ე ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის, ფასმა ანონსიდან ძალიან მალევე დაიწყო ზრდა. ის გაიზარდა მთელი 12%-ით, და გახდა ყველაზე ზრდადი 20 უდიდეს კრიპტოს შორის სამშაბათისთვის.


წყარო: https://blokt.com

bottom of page