რა არის Stratis?
Stratis ბლოკჩეინის დეველოპერული პლატფორმაა ბიზნეს მეწარმეებისთვის, რათა მათ აპლიკაციები სპეციალურ, პირად ბლოკჩეინებზე შექმნან. Stratis შესაძლებლობას აძლევს მსუსრველებს, ააჩქარონ თავიანთი ბლოკჩეინის შექმნის ტემპი და გაამარტივონ მისი განვითარების პროცესები.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ძირითადად ფინანსურ ინსტიტუციებზე ორიენტირდება, ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც დაინტერესებულია ბლოკჩეინის ათვისებით, შეუძლია ისარგებლოს ამ პროექტით. ამის მაგალითია ის, რომ Stratis-მა ცოტა ხნის წინ პარტნიორობა დაიწყო ზღვის პროდუქტების ცნობილ კომპანია Earth Twine-თან.
გარდა პლატფორმის აგებისა, Stratis-ის ჯგუფი ორიენტირდება საკონსულტაციო სერვისზე იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ საკუთარი ტექნოლოგიების განსავითარებლად. ისინი ასევე ეხმარებიან კლიენტებს დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნაში, რათა მათ უკეთ გაიგონ გონიერი კონტრაქტების სპეციფიკა.
როგორ მუშაობს Stratis?
Stratis არ არის მონეტა. ის არის ბლოკჩეინი, როგორც სერვისის ტიპის პლატფორმა, რომელიც ორიენტირდება ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპლიკაციების შექმნასა და განვითარებაზე.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბიტკოინი და ბლოკჩეინი დიდ ზეგავლენას მოახდენს სამყაროზე და ის, რაც დღეს ხდება, მხოლოდ დასაწყისია. ამისათვის საჭიროა დიზაინერები, ბიზნესმენები, ფინანსები და ათასობით ტექნიკური პერსონალი, რომლებიც შეძლებენ, კრიპტო სამყარო ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის მარტივად გამოსაყენებელი გახადონ. სწორედ ასეთი პერსონალისთვის დახმარების ხელის გაწოდების დროა - რათა მოვიზიდოთ ექსპერტები და მივცეთ მათ თავისუფლება, იმოქმედონ, თუნდაც ისინი არ იყვნენ კრიპტოსივრცეში“ - ვკითხულობთ Stratis-ის ოფიციალურ გვერდზე.
ICO
იმისთვის, რომ პროექტისთვის საკმარისი ფინანსები მოეზიდათ, ჯგუფმა ICO დაიწყო. ივენთი 21 ივნისს ჩაეშვა და 2016 წლის 26 ივლისს დასრულდა. ამ დროის მანძილზე, პროექტმა ჯამში 915 ბიტკოინი მოაგროვა, რომლის ფასიც ახლა 7 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. ICO-ს დასრულების შემდეგ Stratis token-ის (Strat) ფასი დაახლოებით 400%-ით გაიზარდა.
ICO-ს პირველ დღეებში, ინვესტორებმა 20%-იანი ბონუსით ისარგებლეს, რომელიც 11 დღის მანძილზე მცირდებოდა. ამის მიუხედავად, ბიტკოინების უმეტესობა (561) ICO-ს ბოლო დღეს მოგროვდა.
ამ პერიოდში გაიცა დაახლოებით 98 მილიონი მონეტა.
Stratis-ის სტრუქტურა
Stratis-ი აგებულია Bitcoin Full node პლატფორმაზე, C#, Microsoft .NET, და NBitcoin ბიბლიოთეკის გამოყენებით. Stratis-ი შედგება სამი კომპონენტისგან, რომელიც აკონტროლებს ბლოკჩეინის სხვადასხვა ფენას:
Stratis Bitcoin Full Node
LibConsensus
NBitcoin
სად შემიძლია Strat-ის შეძენა?
მისი შეძენა რამდენიმე პლატფორმაზე შეგიძლიათ. ყველაზე მომგებიანია Bittrex და Binance. ორივე ამ პლატფორმაზე შეგიძლიათ Strat-ის ბიტკოინში და ეთერიუმში გადაცვლა. ამ სერვისს ასევე გთავაზობთ GDAX, Gemini.
დასკვნა
Stratis-ი არის ბლოკჩეინი, როგორც სერვისის პრინციპზე აგებული საინტერესო პლატფორმა. კომპანიას ჰყავს პროფესიონალი ჯგუფი, რომლებსაც მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთერთობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვთ.
რაც შეეხება მოენტის ფასს, Strat-ის შეძენა ახლა $2,54-ად შეგიძლიათ. ბოლო 24 საათის განმავლობაში მისი ფასი 6.8%-ით დაეცა.