top of page

ასობით ICO-ების კრახის შემდეგ ბიტკოინი ბაზარზე დომინირებს


გასული სამი თვის განმავლობაში ბიტკოინმა, ყველაზე დომინანტმა კრიპტოვალუტამ გლობალურ ბაზარზე, უფრო მეტი დომინირება მოიპოვა.


35%-დან 42%-მდე ორ თვეში


მაისში ბიტკოინის დომინირების ინდექსი დაახლოებით 35 პროცენტი იყო იმ პერიოდში, როდესაც კრიპტოვალუტების ბაზარმა დიდი ცვლილებები განიცადა. თუმცა, რაც ასობით ICO მოკვდა და ბაზარი დათვური გახდა (ზრდა დაიწყო), ბიტკოინის დომინირებაც გაიზარდა. მაისიდან ივლისამდე, ორი თვის განმავლობაში, ბიტკოინის დომინანტობა 7 პროცენტით გაიზარდა.


დათვური ციკლის დროს ინვესტორები ხშირად იხრებიან ისეთი აქტივებისკენ, როგორებიცაა ბიტკოინი და ეთერი, ეთერიუმის ბლოკჩეინის ვალუტა. ძირითადად, ეს ყველაფერი მონეტების და მცირე ციფრული აქტივების ტრენდის დამსახურებაა, რომლებიც მნიშვნელოვან ძვრებს განიცდის ორივე მიმართულებით - როგორც მაღლა, ისე დაბლა.


როგორც გრაფიკზეა გამოსახული, რომელიც coinmarketcap.com-იდან ავიღეთ, ბიტკოინის დომინირების ინდექსმა ზრდა აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო, როდესაც ბაზრის დიდი ნაწილი დავარდა.



წინა კვირის განმავლობაში, კრიპტოვალუტების ბაზარმა მომენტის და სტაბილურობის დაბრუნება დაიწყო, რაც გამოწვეულია ძირითადი ციფრული აქტივების მოცულობის ზრდით. ორივე, მოკლე და გრძელ ვადიან პერსპექტივაში, მონეტები და მცირე კრიპტოვალუტები ბიტკოინზე და ეთერიუმზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. შესაბამისად, დომინირების ინდექსი 1 ივლისიდან დავარდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ბაზარმა გამოკეთება დაიწყო.


კრიპტოვალუტები მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული


თებერვალში, $83 მილიარდიანმა გოლდმან საქსმა განაცხადა, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები მსგავსი მიმართულებით სვლას გააგრძელებენ.


გოლდმენ საქსის გლობალური ინვესტირების კვლევის ხელმძღვანელმა, სტივ სტრონგინმა, ბიზნეს ინსაიდერთან ინტერვიუში განაცხადა:


“კრიპტოვალუტებს შორის კორელაცია ძალიან მაღელვებს. იმის საწინააღმდეგოდ, რასაც რაციონალური ბაზრისგან ველოდებით, ახალი ვალუტები არ ამცირებს ძველების ფასს; ისინი მოძრაობს, როგორც აქტივების ერთი კლასი. ეს რეალურად მნიშვნელოვანი განსხვავებაა კრიპტოვალუტებსა და ქაღალდის ფულს შორის;”


როდესაც BTC ან ეთერი დაბლა მიდის, მცირე ბაზრის კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოების ფასებიც ეცემა, თან გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად და როდესაც BTC ან ETH მაღლა მიდის, პატარა კრიპტოებს 10 ან 20 პროცენტით უფრო დიდი ზრდა აქვს.


ყოველთვე, ასობით ახალი კრიპტო ვალუტა იქმნება. დომინირება ბაზრის მდგომარეობის ინდიკატორია. როგორც წესი, როდესაც დომინირება დაბალია, ბაზარი არის დათვური და როდესაც დომინირება მაღალია, ბაზარი არის ხარული.


წყარო: https://www.ccn.com

bottom of page