top of page

ტაილანდი დიდი დებატების უგულებელყოფით სხვა ქვეყნებს უსწრებს


ფასიანი ქაღალდია თუ არა კრიპტო - ამ მომენტისთვის ესაა ყველაზე დიდი კითხვა კრიპტო სამყაროში.


სანამ მსოფლიოს რეგულატორები განუწყვეტლივ ბჭობენ იმის თაობაზე, თუ რომელ კატეგორიაში მოახვედრონ ციფრული ვალუტა, ტაილანდმა ასეთი დებატები საერთოდ უგულებელყო.


ამის ნაცვლად, მათ ახალი კანონი დაწერეს.


ამის შედეგია ციფრული აქტივების ბიზნეს დეკრეტი, რომელიც მოიცავს როგორც კრიპტო ვალუტებს, ასევე ციფრულ მონეტებსაც. მთავრობამ შეცვალა საგადასახადო კანონიც, რათა შეძლებოდა, მიეღო შემოსავლები მეგობარი ინდუსტრიებიდან.


“ტაილანდის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის კომისია ცდილობს, ბალანსი დაიჭიროს მათ შორის, ვინც კრიპტოვალუტებს ბოროტებად აღიქვამს და მათ შორის, ვინც იყენებს მათ გამბლინგისთვის” - განაცხადა არჩარი სუპიროჟიმ, კომისიის ფინანსური ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორმა. თუ რეგულატორები ძალიან მკაცრები იქნებიან, ხალხი საზღვარგარეთ წავა და ტაილანდი ინვესტორების დაცვას ვერ შეძლებს.


ტაილანდის რეგულაციები გამოყოფს წესებს ბიზნესებისთვის, რომლებსაც უნდათ, ოპერირებდნენ როგორც ბირჟა, ბროკერი ან დილერი. ამასთან, ისინი ICO-ს პროცესის ფორმალიზებას ახდენენ, რაც გასესხების ან საწესდებო კაპიტალის მსგავსია. შოკი და საშინელება ისაა, რომ შენ ვალდებული იქნები, წარადგინო ბიზნეს გეგმა, ფინანსური უწყისების აუდიტის ჩათვლით.


ტაილანდის ახალი რეგულაციების ყველაზე საინტერესო ასპექტი არის ის, რომ ICO-ებით ვაჭრობა შვიდი კრიპტო ვალუტიდან ერთ-ერთით უნდა მოხდეს. SEC-ს ჯერ არ დაუსახელებია ეს ვალუტები, თუმცა არჩარიმ მანამდე დაადასტურა, რომ ამ სიაში იქნება ბიტკოინი, ეთერიუმი, ბიტკოინ ქეში, ეთერიუმ კლასიკი, ლაითკოინი, რიპლი და სტელარი. მათი უპირატესობა მდგომარეობს ლიკვიდურობისა და ქაღალდის ფულზე გადაცვლის სიმარტივეში.


ტაილანდი ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნებს, რომლებიც კრიპტოს ჰაბის სტატუსისთვის იბრძვიან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ კანონით ტაილანდმა შეძლოს, აჯობოს იაპონიას, სამხრეთ კორეას ან ტაივანს. მაგრამ ინოვაციებით და გასაგები კანონებით, ამ ქვეყანას გამარჯვების შანსი ნამდვილად აქვს.


წყარო: https://www.bloomberg.

bottom of page