top of page

სამხრეთ კორეა ბლოკჩეინ პროექტებში ინვესტირებას აპირებს


სამხრეთ კორეის მთავრობამ და მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ დააანონსა მთავარი ბლოკჩეინის შექმნის პროგრამა, რომელშიც $207 მილიონის ინვესტირებას აპირებენ 2022 წლისთვის.


სააგენტოს ინიციატივით გაეშვება $9 მილიონიანი საწყისი ბიუჯეტი ექვსი საპილოტე პროექტისთვის, რომლებსაც აქვთ ამბიცია, მიიღონ ბლოკჩეინთაშორისი ინფრასტრუქტურა და ამით გადაუსწრონ ყველა სხვა ქვეყანას. ამგვარად ისინი ტექნოლოგიური პროგრესის მაღალ დონესაც შეინარჩუნებენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.


კოინტელეგრამის ცნობით, ადრეული საპილოტე პროექტები მოიცავს შინაური ცხოველებით ვაჭრობის მენეჯმენტს, საბაჟო დეკლარაციას, ონლაინ ხმის მიცემას, უძრავი ქონებით ვაჭრობას, ქვეყნებსშორისი ელექტრონული დოკუმენტების გადანაწილების და გადაზიდვის ლოჯისტიკას. შემდგომში ეს ტექნოლოგიები გაანალიზდება და გაუმჯობესდება, რათა მიღწეულ იქნას ეფექტურობა და გამჭვირვალობა.


სამინისტრო ასევე ამბობს, რომ ჩადებს $720 ათასს ყოველ 12 თვეში ერთხელ ექვსი წლის განმავლობაში ბლოკჩეინის კვლევითი ცენტრის შესაქმნელად. ამის მიზანია, გაანათლონ მოსახლეობა ბლოკჩეინის სფეროში და, საბოლოოდ, მოამზადონ 10 000 ბლოკჩეინის ექსპერტი 2022 წლისთვის.


კერძო ინოვაციებზე სამინისტრო ამბობს, რომ ის “წაახალისებს კერძო სექტორში არსებულ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ეროვნულ პროექტებს, რომლებიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, სარგებელი მიიღონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით და შეამცირონ უსარგებლო სოციალური ხარჯები”.


ანონსის მიხედვით, ეს მოიცავს პროექტებს, რომლებიც უკავშირდება “ჭკვიანი ქალაქების” და “ჭკვიანი საწარმოების” ინოვაციებს და ბლოკჩეინს, როგორც სერვისში არსებული პრობლემების გამოსავალს, რომელიც დაინერგება მცირე და საშუალო ბიზნესებში.


ეს კერძო ინვესტიცია და სააგენტოს იმედები მიგვიყვანს ბლოკჩეინის ათვისებამდე და ხელს შეუწყობს მასზე მოთხოვნის გაზრდას სამხრეთ კორეაში.


bottom of page