top of page

რატომ უნდა ჩავდოთ ფული EOS-ში?


ადვილი იყო EOS-ზე ოპტიმისტური დამოკიდებულების შენარჩენუბა განვლილი 2018 წლის განმავლობაში. ბრენდონ კვიტემი გვთავაზობს 6 მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა დავაბანდოთ ამ კრიპტოვალუტაში.

შენიშვნა: ეს არ არის საინვესტიციო რჩევა. სტატია აღებულია investinblockchain.com-დან. ჩვენ გირჩევთ, საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით მიიღოთ საინვესტიციო გადაწყვეტილება.


შესანიშნავი შედეგები ფიქსირდება:


  • EOS უპასუხებს ეთერიუმის მასშტაბურ გამოწვევებს.

  • EOS-ის ძირითადი ქსელი რამდენიმე კვირაში ამუშავდება (ივნისი 2018).

  • EOS მონეტამ საკმაოდ კარგად იმუშავა სრული სავაჭრო სისტემის შესაბამისად.


მასშტაბურობასთან დაკავშირებული პრობლემები ეთერიუმთან და სხვებთან მოუწოდებენ ინვესტორებს იმ პროექტებისაკენ, რომლებიც გაუმჯობესებულ პერფორმანსს გვპირდება. ეს იწვევს „მასშტაბურობის პროექტების“, გადამეტებულად შეფასებას, რაც ინვესტირებაზე გადაწყვეტილების მიღებას ართულებს.


EOS-ი, რომელსაც ჯერ-ჯერობით არ აუმუშავებია თავისი მთავარი ქსელი, ბაზრის მოცულობით უკვე 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს. ადვილი სავარაუდოა, რომ EOS-ზე წარმოდგენები გადამეტებულია, მაგრამ ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ის მართლაც იმსახურებს თითოეულ ცენტს სავაჭრო მოცულობიდან.


რა არის EOS-ი?


EOS-ი არის გონიერი კონტრაქტების ბლოკჩეინი, რომელიც შექმნა დენ ლარიმერმა და Block.one-ის გუნდმა. EOS-მა გადაწყვიტა აქცენტის გაკეთება სისწრაფეზე, მასშტაბურობასა და მომხმარებლის ინტერესებზე (არანაირი ტრანზაქციების გადასახადი, ანგარიშის აღდგენა და სხვა.).

EOS-ი იყენებს დელეგირებული წილის მტკიცებულების (DpoS) კონსენსუსის მექანიზმს იმისათვის, რომ მიაღწიოს მაღალ მწარმოებლურობას ტრანზაქციების გადასახადის გარეშე. EOS-ის მონეტა ვალდებულია, გამოიყენოს საერთო ინტერნეტ რესურსები, როგორიცაა: გამტარობა, მეხსიერება და სხვა.

ამ თავში განხილულია 6 მთავარი მიზეზი, რის გამოც EOS-ში ინვესტირების განხილვა ღირს.


1. EOS-ი თავიდანვე მასშტაბურობისთვის შეიქმნა


საიდუმლო აღარ არის, რომ დღევანდელ ბლოკჩეინებს არ შეუძლია ფართო მასებზე გასვლა მასშტაბურობის პრობლემის გამო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბლოკჩეინები ვერასდროს მოახერხებს არეალის გაფართოებას, თუმცა დღევანდელი პლატფორმები მაინც შეზღუდულია.


გეგმის მიხედვით, EOS-ი უპირატესობას მიანიჭებს პერფორმანსს (მასშტაბურობას) დეცენტრალიზების მინიმალური მოთხოვნების შეთავაზების ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ EOS-ი უმიზნებს აპლიკაციებს, რომლებსაც რაღაც დონის დეცენტრალიზაცია სჭირდება, მაგრამ არა პერფორმანსის ხარჯზე. მაგალითისთვის: დეცენტრალიზებული ტვიტერი, დეცენტრალიზებული Airbnb, ან დეცენტრალიზებული გეიმინგი.


EOS-ს, DPoS-ის გარკვეული რაოდენობის სპეციალური დამბლოკავი პროცედურებითა და პარალელური ქსელების გამოყენებით, შეუძლია მაღალი გამტარუნარიანობის მიღწევა.


EOS-ის შემქმნელმა, დენ ლამინერმა, განაცხადა, რომ ისინი გეგმავენ ქსელის გაშვებას 1 000-დან 6 000-მდე შეღავათიანი სატელეფონო სერვისებით. ეს EOS-ს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მისაწვდომ ქსელად აქცევს.


სანამ ეს ჯერ კიდევ მისაღწევია, მათ ორჯერ დატესტეს 600 TPS-ი სატესტო ქსელში.


ინვესტორები განაგრძობენ სრულყოფილი გამოსავლების ძებნას მასშტაბურობის პრობლემის მოსაგვარებლად, EOS-ი კი განაგრძობს ამის თავის სასარგებლოდ გამოყენებას.


რადგან ეს უკვე ითქვა, ყველაფერი ასეთი ადვილი არასდროს არის. ჩვენ კიდევ მრავალი წელი მოგვიწევს მასშტაბურობის პრობლემის განხილვა.


მასშტაბურობის პრობლემის „გადაჭრა“ მარტივად არ ხდება.


EOS-ი იძლევა დაპირებებს და ყურადღებასაც იმსახურებს, როგორც მაღალ-განვითარებული ბლოკჩეინი, მაგრამ ეს არ არის მასშტაბურობის პრობლემის გადაწყვეტა.


მასშტაბურობა მიმდინარე გამოწვევაა, რომელიც ვერ გადაიჭრება რაღაც „ახალი 3.0 buzzwordy“ ბლოკჩეინით. პირველ რიგში, საჭიროა ერთი მახასიათებლის მეორით ჩანაცვლება, როდესაც საქმე ბლოკჩეინის პროექტირებას ეხება: თუ თქვენ გაზრდით მასშტაბურობას, მაშინ უნდა შეამციროთ უსაფრთხოება ან დეცენტრალიზაცია.


ასევე, როგორც კი გავზრდით მასშტაბურობას, ეს ხელს შეუწყობს ახალ პროდუქტებს, გაიზარდოს და უპირატესობა მოიპოვოს გაუმჯობესებული პერფორმანსის მეშვეობით... რასაც ახალ „მასშტაბურობის კრიზისთან“ მივყავართ. როგორც კი გავზრდით პერფორმანსს, ბაზარი გააგრძელებს განვითარებას, სანამ კვლავ არ ამოვწურავთ მასშტაბურობის ლიმიტს. ეს ციკლი კი სამუდამოდ გაგრძელდება.


გახსოვთ, როცა ინტერნეტს მასშტაბურობის პრობლემა ქონდა? ჩვენ ვამბობდით, რომ ვიდეო ზარების განხორციელების შანსი არ არსებობდა.


ანდრეას ანტონოპოულოსის სიტყვების პარაფრაზი რომ გავაკეთოთ, საბედნიეროდ, ბლოკჩეინი მოხდენილად „ჩაფლავდება მასშტაბურობის გაზრდისას“ შემდეგი 25 წლის განმავლობაში (როგორც ეს ინტერნეტმა გააკეთა).


2. EOS-ის უდიდესი კონკურენტი (ეთერიუმი) არამყარ მდგომარეობაშია


ეთერიუმი ცდილობს, გახდეს „დეცენტრალიზებული მსოფლიო კომპიუტერი“. თუმცა, ჯერჯერობით, მან მხოლოდ ახალი მონეტებისთვის პლატფორმის შექმნა მოახერხა. რა მოუვიდა დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს, სანამ მონეტების რევოლუციური კონცეპციის გამოცემისთვის ფულის შეგროვება ხდებოდა?


ამჟამინდელი მასშტაბურობის საზღვრების გამო, შეუძლებელია TPS-ის დეცენტრალიზებული აპლიკაციების ეთერიუმში გაშვება. ეთერიუმი გეგმავს მასშტაბურობის გაზრდას, მაგრამ არა უახლოეს მომავალში.


ეთერიუმის გაერთიანებისთვის ეს დილემას ქმნის: დაელოდებიან დეველოპერები რამდენიმე წელს იმისთვის, რომ გაუშვან თავიანი აპლიკაციები ეთერიუმში, თუ გადაერთვებიან სხვა ბლოკჩეინზე, რომელსაც უკვე აქვს დიდი წინსვლები მასშტაბურობის მხრივ?


სანამ ეთერიუმი ყურადღებას დეველოპერებსა და ქსელის ეფექტიანობაზე ამახვილებს, EOS-ი მყარად დგას და რამდენიმე ხერხიც აქვს თავისი მიზნების განსახორციელებლად.


EOS-ი ETH-იდან EOS-ში პროექტების გადამისამართებისთვის მომხმარებლებს მარტივ გზას შესთავაზებს. მასშტაბურობასთან დაკავშირებით დაპირება და უფრო მარტივი ტრანზაქციები ბლოკჩეინ პროექტებს ძალიან მარტივად მოიზიდავს.


EOS-ი ემზადება ერთწლიანი პირველადი მონეტების შეთავაზებისთვის, რომელშიც მათ ჯამში 2 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს. ამ ტონობით ფულის გარდა, ICO Block.one-ს, (EOS-ის უკან მდგომი კომპანია), აძლევს უდიდეს უპირატესობას ETH-ის ბაზართან მიმართებაში.


გახსნილ ბაზარზე ETH-ის დიდი რაოდენობით გაყიდვით, EOS-ს ETH-ის ფასებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. (ისინი ამას არ გეგმავენ, თუმცა ეს ნამდვილად შესაძლებელია). უდიდესი კონკურენტის წინააღმდეგ არსებული ძალების შემონახვა ჭკვიანური (თუმცა სასტიკი) სტრატეგიაა.


ცეცხლზე ნავთის დასასხმელად, ბუტერინი და ლარიმერი არ ეთანხმებიან რამდენიმე აწ უკვე დამტკიცებულ ფუნდამენტურ საკითხს. პირველ რიგში, ბუტერინმა პლუტიკრატიის გამო DPoS-ი და EOS-ი გააკრიტიკა. საპასუხოდ, ლარიმენმა დაიცვა DPoS-ი და EOS-ი, სანამ ეთერიუმის შეთავაზებულ მასშტაბურობის შეცვლის ხერხებს აკრიტიკებდა.



საბოლოოდ, მჯერა, რომ ეთერიუმი და EOS-ი გაზრდას განაგრძობენ და ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებულ სერვისებს შემოგვთავაზებენ.


3. EOS-ი სახსრების მხრივ კარგ მდგომარეობაშია და განაგრძობს ასე ყოფნას


განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო შემოსავლის მიღების მეთოდის გარეშე, შესაძლებელია, რომ წარმატებულმა ბლოკჩეინ პროექტებმა შესაძლოა კრახი განიცადონ.


ეს გამოკვეთს „საგანძურის მოდელის“ საჭიროებას, სადაც გადასახადების ძირითადი პროცენტული ნაწილი გადადებულია ეკოსისტემის განვითარებისთვის. ამის კარგი მაგალითია დეში, რომელიც მაინინგიდან 10%-ს მუდმივად მიმდინარე განვითარებისთვის გამოყოფს.


EOS-ი განვითარებისთვის ინფლაციის ხარჯზე იხდის.


სანამ ბიტკოინი ქსელის რესურსებისთვის ინფლაციიდან და მაინერის ხარჯებიდან იხდის თანხებს, EOS-ი მხოლოდ ინფლაციას იყენებს. EOS-ს მაქსიმუმ 5%-იანი წლიური ინფლაცია აქვს.


ამის ნაწილი გამოიყენება ბლოკების 21 მწარმოებლებისთვის გადასახდელად, მონეტის მფლობელები კი წყვეტენ, რაში გამოიყენონ დარჩენილი ნაწილი. შესაძლო ვარიანტები მოიცავს მონეტების დაწვას საერთო ინფლაციის შესამცირებლად ან ეკოსისტემისთვის სასარგებლო პოპულარული პროექტების დაფინანსებას. ეს უზრუნველყოფს მუდმივ დაფინანსებას თუ ჩავთვლით, რომ ვალუტის კომუნა ამას კარგ იდეად მიიჩნევს.


ეკოსისტემის სახსრები


Block.one-ის კიდევ ერთი ჭკვიანური ნაბიჯი იყო მონეტების გაყიდვების შემოსავლიდან გარკვეული თანხის ინვესტირება EOS-ის ეკოსისტემის რამდენიმე ფონდში, როგორებიცაა: „ხვალინდელი ბლოკჩეინის შესაძლებლობები“ (Tomorrow Blockchain Opportunities), „ციფრული გალაქტიკა“ (Galaxy Digital) და „გლობალური EOS-ი“ (EOS Global). Block.one-ი ამ ფონდებს ინახავს, რათა უზრუნველყოს, რომ გარე პროფესიონალური ინვესტორები ეცდებიან EOS-ის ეკოსისტემის განვითარებას კაპიტალური ინვესტიციებით.



თეორიულად, ამან EOS-ზე დიდი ზომის პროექტების დაშენება უნდა განაპირობოს.


აპირებს დენ ლარიმერი EOS-ის მოწყობისთანავე წასვლას?


ლარიმერს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მან Bitshares-ის და სტიმის დაარსების შემდეგ მალევე დატოვა იქაურობა.


ზოგიერთს კითხვა უჩნდება იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს ლარიმერმა EOS-ში, როცა პროექტების შესრულების შემდეგ მისი იქ ყოფნის საჭიროება აღარ იქნება.


Bitshares-ი და სტიმი, ორივე სპეციფიკური ბლოკჩეინ აპლიკაციებია, რომლებმაც თითქმის მიაღწიეს მწვერვალებს. შედარებისთვის, EOS-ი არის საყოველთაო პლატფორმა, რომელსაც მრავალი სახეობის აპლიკაციის მხარდაჭერა შეუძლია.


ლარიმერმა თავად განაცხადა, რომ მას აქვს ფინანსური ინიციატივა იმისთვის, დარჩენილი კარიერა EOS-ზე პროექტების დაშენებაში გაატაროს. მან საჯაროდ განაცხადა, რომ EOS-ზე steemit-ის კონკურენტის შექმნა სურს.


4. დენ ლარიმერი ბერდება


მე ყურადღებას არ ვამახვილებ ლარიმერის ასაკზე. კრიპტო სივრცე სავსეა გამოუცდელი დამფუძნებლებით, რომლებიც არწმუნებენ მსოფლიოს, რომ პროგრესისთვის დროა, სათავეში ისეთი ლიდერი მოვიდეს, რომელსაც წარსულში წარმატებული პროექტები ჰქონდა.


ლარიმერმა წინა 2 ბლოკჩეინ აპლიკაცია მომგებიანად გაუშვა. როგორც სტიმი, ასევე Bitshare-ი, წარმატებულად მოიაზრებიან. ასევე, სტიმი იმაზე მეტ ტრანზაქციას ატარებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ბლოკჩეინი.


EOS-ი, Steem-ი და Bitshare-ი იყენებენ DPoS-ის კონსენსუსის მექანიზმსა და Graphene-ის ბლოკჩეინის იმპლემენტაციას. Graphene-ი არის საჯარო, მაღალი ხარისხის, მოდულური ბლოკჩეინი, რომელიც თავდაპირველად Bithares-ისთვის შეიქმნა. ეს EOS-ის მომავალს თავდაჯერებულობასა და ძალას მატებს.


მიუხედავად იმისა, რომ წარსული პერფორმანსი წარმატებული მომავლის გარანტიას არ იძლევა, დენ ლარიმერმა ორჯერ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია წარმატებული ბლოკჩეინის სრულიად არაფრიდან შექმნა.


5. EOS-ის შენახვით შენ ციფრული მიწათმფლობელი ხდები


განაწილებული ქსელის რესურსების (მეხსირება, გამტარუნარიანობა და სხვა.) გამოყენებისთვის მთავარი მოთხოვნაა EOS-ის მონეტების შენახვა. თითოეული შენახული მონეტა ნებისმიერ დროს გამოყოფს პროცენტულ წილს ქსელის ხელმისაწვდომ რესურსებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტს EOS-ის გამოყენებისთვის EOS მონეტების გარკვეული ნაწილი უნდა ჰქონდეს.


საბოლოოდ, ინტერნეტ რესურსები გადაიტვირთება და საჭირო გახდება დამატებითი “EOS მონეტის გაქირავების ბაზრის“ შექმნა.


ეს ორ არჩევანს ტოვებს: ახალ პროექტებს შეუძლიათ, იყიდონ EOS მონეტები საბაზრო ფასებში ან იყიდონ/იჯარით აიღონ ისინი მონეტის სხვა მფლობელებისგან. ეს მსგავსია იმ მრავალი ბიზნეს ქმედებებისა, რომლებიც ამჟამად სესხულობენ რესურსებს ამაზონის ინტერნეტ სერვისებიდან.


ინვესტირების/სპეკულაციის გადმოსახედიდან, მონეტის მფლობელები რეალური ციფრული მესაკუთრეების მსგავსნი არიან, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი EOS მონეტების სხვებისთვის სესხება გადასახადების სანაცვლოდ.


უცნობია, თუ როგორ განაგრძობს ეს მეორადი გაქირავების ბაზარი არსებობას. სავარაუდოდ, საბაზრო ძალები ცვლადი სიდიდეების ხარჯზე დაიჭერენ წონასწორობას EOS მონეტების გაქირავება/ყიდვას შორის.


CHINTAI-მ შექმნა EOS მონეტების ლიზინგის პროგრამა. Block.one-მა ამის შესახებ განაცხადა, რომ ისინი რაღაც ანალოგიურს შექმნიან.


6. EOS მონეტების შენახვამ შესაძლოა მომავალში Airdrop-ები გამოიწვიოს


მონეტების Airdropping-ი (მონეტების განაწილების პროცესი მათი უკვე არსებული მფლობელებისთვის ჩუქებით) EOS-ის პლატფორმისთვის აუცილებელი მოთხოვნა ნამდვილად არ არის; თუმცა, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ისინი ნერგავენ ამ კულტურას.


უკვე ვნახეთ რამდენიმე პროექტი, რომლებმაც EOS-ის მფლობელებს უფასო მონეტები დაურიგა ამ მეთოდით და ევერპედიაც (ვიკიპედია ბლოკჩეინში) გეგმავს თავისი IQ მონეტების airdrop-ს მაშინვე, როგორც კი EOS-ის გენეზის ბლოკი შეიქმნება.


თუ თქვენ შეინარჩუნებთ გარკვეული რაოდენობის EOS-ის მონეტებს და airdrop-ის კულტურაც გაგრძელდება, ამან შესაძლოა პასიური შემოსავლის შესაძლებლობა მოგცეთ. ეს პასიური შემოსავალი დაკავშირებული იქნება მეორეხარისხოვანი “ გაქირავებადი EOS მონეტების ბაზრის“ ფასებზე.


EOS-ის მომავალი


ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ EOS-ი გადაასწრებს ეთერიუმს და დასავლეთში #1 ოპერატიული სისტემა გახდება დეცენტრალიზებული საწარმოო აპლიკაციებისთვის.


უახლოეს მომავალში, თუ ნახავთ დეცენტრალიზებულ უბერს, ფეისბუქს ან ტვიტერს, ისინი აუცილებლად EOS-ზე იქნებიან დაშენებულნი.


რა ადგილი გიჭირავს შენ EOS-ში? შეძლებს თუ არა პროექტი მოლოდინების გამართლებას?


bottom of page