top of page

რას გეგმავენ კარდანო და გუგლი?


კარდანოს დამაარსებელს, ჩარლზ ჰოკინსონს, მოსვენების შანსი არ ეძლევა. მას შემდეგ, რაც ჯასტინ სანს, ტრონის დამფუძნებელს, გაერთიანება და მათთვის სასურველი საუკეთესო ბლოკჩეინის შექმნაში დახმარება შესთავაზა, ჰოკინსონი გუგლთან შესახვედრად და შესაძლო კოლაბორაციის განსახილველად გაემგზავრა.




კარდანო – გუგლი


ჩარლს ჰოკინსონი დათანხმდა გუგლის შემოთავაზებას, განეხილათ სხვადასხვა ტექნოლოგიური მისწრებები, რომლებიც ორივე კომპანიას დაეხმარება. ჰოკინსონის თანახმად, შეხვედრის დეტალები საკმაოდ მალე გახდება ცნობილი კრიპტო-საზოგადოებისთვის. IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა წარმართა ამ ვირტუალური ვალუტის საბაზისო მიმოხილვა და წარადგინა მისი ფუნქციონალურობა. მან ასევე ახსენა ახალი ალგორითმი, სახელად “Ouroboros”, რომელსაც კარდანო (ADA) იყენებს.


მან ასევე დაამატა, რომ ისინი შეისწავლიან და გამოასწორებენ ყოველ ხარვეზს, რომლებიც მათ მიერ ახლადშემუშავებულ ექსპერიმენტებისათვის განკუთვნილ სატესტო ქსელს აღმოაჩნდა. ეს კონფერენცია აშკარა მესიჯს უგზავნის მსოფლიოს კარდანოსა და გუგლის სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.


გუგლის ლონდონის ოფისში უამრავმა კრიპტო და ტექნო ენთუზიასტმა მოისმინა ჩარლზ ჰოკინსონის გამოსვლა კრიპტოვალუტასა და კარდანოს შესახებ. დაისვა უამრავი შეკითხვაც. ერთ-ერთმა დამსწრემ იკითხა, თუ როგორ აპირებდა კარდანო ეთერიუმის უკან ჩამოტოვებას. აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოკინსონმა, ასე უპასუხა:“ შეგიძლია მითხრა რამდენი Java, C++ ან Go დეველოპერები წერენ კოდს ეთერიუმისთვის? არ შეგიძლია, რადგან ეთერიუმი არცერთ მათგანს არ უჭერს მხარს. მათ ერთი ფართოდ გავრცელებადი აპლიკაციის წარმართვაც კი არ შეუძლიათ. თუ თქვენ ტოპ ათ ენას აიღებთ, ნახავთ, რომ არცერთი არ იმუშავებს ეთერიუმის სისტემაზე, შესაბამისად ეს დეველოპერები არ მუშაობენ ამ სისტემაზე, ისინი ვალდებულნი არიან, წავიდნენ და ისწავლონ ახალი ხერხები და გზები. კარდანო კი პირიქით, 100%-ით შეთავსებადია, ჩვენ EMV-ის ვიყენებთ“.


bottom of page