top of page

როგორ მუშაობს HashFlare?


2017 წელს ბიტკოინმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რამაც გაახშირა ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ბიტკოინის მაინინგი“ და „ქლაუდ მაინინგი“. მოცემული გზამკვლევი გაგარკვევთ იმაში, თუ რას წარმოადგენს ქლაუდ მაინინგი, რაზე მუშაობენ ქლაუდ მინინგ კომპანიები, მათ შორის HashFlare-ი, რატომ ყიდიან ისინი ჰაშ სიმძლავრეს მისი თავად გამოყენების ნაცვლად და როგორ შეგიძლიათ დაიწყოთ მათთან თანამშრომლობა.


რას ნიშნავს ქლაუდ მაინინგი?


საჭიროა უამრავი ინფორმაციის მოძიება და გააზრება იმისთვის, რომ ბიტკოინის მაინინგით თანხის გამომუშავება თავად შეგეძლოთ. თუ ეს საკითხი გაინტერესებთ, ინფორმაციის მოძიება ნამდვილად ღირს. 2017 წლის მიწურულსაც კი არსებობდა ფულის გამომუშავების შესაძლებლობა ბიტკოინ მაინინგით. გთავაზობთ იმ საკითხებს, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:


საფასური: საჭიროა აპარატურის შეძენა, შიპინგი, ადგილის გამონახვა, სადაც შესაძლებელი იქნება მისი სიგრილეში დადება, საათობრივი ელექტროენერგიისა და შენახვის ხარჯების დაფარვა.


შენახვა: ყოველთვის არსებობს ბიტკოინ მაინერის გაფუჭების შანსი. როდესაც ყიდულობთ ASIC/GPU-ს, დარწმუნდით, რომ მას მოჰყვება გარანტია და გაფუჭების შემთხვევაში მალევე შეაკეთებენ (თუ შეკეთება რამდენიმე თვეზე გაიწელება, ბევრ პოტენციურ მაინინგ დროს დაკარგავთ).


ქლაუდ მაინინგ კომპანია HashFlare-ი ამუშავებს ათასობით ბიტკოინ მაინერს დატაცენტრებში, რომლებსაც ისინი შემდგომში 1 წლიანი ან უვადო კონტრაქტებით ყიდიან. გარდა ბიტკოინის კონტრაქტებისა, ბევრ მაინინგ კომპანიას აქვს Ethereum, Litecoin, Monero & ZCash-ის ვარიანტებიც.


ქლაუდ მაინინგის დადებითი მახასიათებლები:


  • დაწყებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.


  • ბევრად ნაკლები ტექნიკური ცოდნაა საჭირო.


  • ნებისმიერი თანხა, რომელიც ინვესტირდა ქლაუდ მაინინგში, გაიყინება, ასე რომ თქვენ აღარ დადგებით მისი ამოღების ცდუნების წინაშე და მიიღებთ პასიურ შემოსავალს მომდევნო წლის/წლების განმავლობაში. (ეს ასევე შეიძლება უარყოფით მხარეშიც ჩაითვალოს, თუ თანხის დაბრუნება სასწრაფოდ გჭირდებათ.)


  • ბიტკოინის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ რისკებთან გამკლავება ქლაუდ მაინინგის კომპანიას ეკისრება.


ქლაუდ მაინინგის უარყოფითი მახასიათებლები:


  • ზოგადად ითვლება, რომ უკეთესია კრიპტოვალუტების ყიდვა შენახვა, ვიდრე ამ თანხის მაინინგში ჩადება.


  • ბევრმა ქლაუდ მაინინგ კომპანიამ ითაღლითა წარსულში, ასე რომ მათ ცუდი რეპუტაცია აქვთ კრიპტო საზოგადოებაში.


  • ძნელია, გამოიანგარიშო საინვესტიციო მოგება, სადაც ყველაზე ცუდი სცენარია ამ თანხის დიდი ნაწილის დაკარგვა.


  • აპარატურის თავად შეძენა და მაინინგი უფრო მომგებიანად მიიჩნევა.


რატომ არ მოიპოვებს HashFlare-ი მონეტებს თავად?


რატომ არ მოიპოვებენ ეს კომპანიები ბიტკოინს თავად? რაში სჭირდებათ მაინერების მიყიდვა სხვისთვის? - ეს ის კითხვაა, რომელმაც ყველაზე დიდი სკეპტიციზმი გამოიწვია ქლაუდ მაინინგის გარშემო.


არსებობს უამრავი თეორია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე ხშირად განხილული ვარაუდი რისკთა მენეჯმენტს ეხება. წარმოგიდგენთ მაგალითს:


თუ გსურდათ, შეგეძინათ 2 000 დოლარიანი ბიტკოინ მაინერი, მოგიწევდათ 2000 დოლარის წინასწარ გადახდა. თუ უეცრად მაინინგი აღარ აღმოჩნდებოდა მომგებიანი, თქვენ დაკარგავდით 2 000 დოლარს და იძულებული გახდებოდით, გაგეყიდათ/გადაგეგდოთ დანადგარი.


მაგრამ რა მოხდებოდა, თუ ხსენებული ბიტკოინის მაინერის სიმძლავრის ნახევარს შესთავაზებდით სხვა პირს 1 წლით, ვთქვათ 1 000 დოლარად? ამ შემთხვევაში, მოვლენების ცუდად განვითარებისას, თქვენ დაკარგავდით თანხის მხოლოდ ნახევარს. შემდეგ, ვთქვათ არ გსურთ დაფაროთ ელექტროენერგიის გადასახადი. შეგიძლიათ ხსენებულ პირს 1 500 დოლარი დააკისროთ 1 წლით. იმ შემთხვევაში, თუ წლის განმავლობაში 500 დოლარზე ნაკლები ელექტროენერგია დაიხარჯა, თქვენი და მისი ელექტროენერგიის საფასური უკვე გადახდილია, ასე რომ თქვენი ნახევრის მეშვეობით სუფთა მოგების გენერირება მოხდება. თუ იმავეს გაიმეორებთ 10 მაინერისთვის, დაგჭირდებათ მხოლოდ 500 დოლარის გადახდა თითოსთვის, ანუ 5 000 დოლარი საერთო ჯამში - თქვენი ელექტროენერგიაც დაიფარება. გექნებათ უფასო ბიტკოინ მაინინგი მთელი წლის განმავლობაში და საჭირო იქნება მხოლოდ 5 000 დოლარის გამომუშავება ჩადებული თანხის უკან დასაბრუნებლად. დანარჩენი კი სუფთა მოგება იქნება. ერთი წლის შემდეგ შეძლებთ იგივეს გამეორებას.


ამ მაგალითის მთავარი პრინციპია ნათლად წარმოაჩინოს ის ბაზისი, რასაც მსგავსი კომპანიები ეფუძნებიან. სხვა პირთათვის მაინინგის შეთავაზებით, მათ რისკები მინიმუმამდე დაჰყავთ და მაინინგ აპარატურის საფასურიც მცირდება. სარისკო ამ შემთხვევაში ისაა, რომ თუ კომპანია გახარბდა, შეიძლება იმხელა საკომისიოები დააწესოს, რომ მისმა კლიენტებმა მოგება ვეღარ ნახონ - ამიტომაცაა საჭირო, თავად გამოითვალოთ მოგება.


ჩვენ გთავაზობთ მაინინგ კალკულატორს, რომელიც დაგეხმარებათ, დაითვალოთ მოგება კონრეტული ვალუტის მაინინგის შემთხვევაში.


bottom of page