top of page

როგორ უნდა ვიყიდოთ ASIC-ი CoinMiner-ზე


CoinMiner-ი ექსპერტების ჯგუფის მიერ 2013 წელს დაფუძნებული პროფესიონალური მაინინგ ოპერაციაა, რომელიც კრიპტოვალუტისთვის გამოიყენება. კომპანია საშუალებას აძლევს ცალკეულ პირებსა და ბიზნესებს, განახორციელონ მაინინგთან და ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული აქტივობები.


მოდი ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ, თუ როგორ უნდა იყიდოთ ეს ნივთი CoinMiner-ის ვებსაიტიდან.


სიმარტივისთვის, მაგალითის სახით, ჩვენ ვიყიდით ANTMINER S9-ს. (ვცხოვრობთ კანსასის შტატში, აშშ.) რა თქმა უნდა, სხვა ადგილებიდანაც იგივე პრინციპით ხდება ASIC-ების ყიდვა.

  1. CoinMiner-ში ანგარიშის შექმნა

ნაბიჯი 1: შედიხართ CoinMiner-ში (ან აჭერთ აქ). მარჯვენა ზედა კუთხეში აჭერთ „Login/Register“, შემდეგ კი “sign up” ღილაკს, როგორც ეს სურათზეა მოცემული.


ნაბიჯი 2: “I’M NEW HERE!”-ის ველებში შეიყვანეთ თქვენი მაილი, პაროლი და დააჭირეთ “Register“-ს.


ნაბიჯი 3: საიტი გადაგამისამართებთ “Dashboard”-ში, სადაც უნდა დააჭიროთ “Edit Address”-ს.


ნაბიჯი 4: აქ უთითებთ თქვენს მისამართს, რომელიც დამოუკიდებლად გამოიყენება checkout გვერდზეც. პირველ რიგში, მიუთითეთ თქვენი ბილინგ მისამართი (ბილინგი არის ის მისამართი, სადაც საკრედიტო ბარათის შესახებ იღებთ განცხადებებს.) რომ დაგიმტკიცდეთ თქვენი გამოწერილი ნივთების მიღება, ბილინგ მისამართი უნდა დაემთხვეს თქვენს ბარათზე არსებულს, ასე რომ ბილინგის ქვემოთ დააჭირეთ “edit”-ს, შეავსეთ ყველა საჭირო თარიღი და დააჭირეთ “save” ღილაკს.


ნაბიჯი 5: ახლა უნდა შეავსოთ შიპინგ მისამართი, რომელიც არის ადგილი, სადაც მყიდველს სურს ტვირთის მიღება. შიპინგ მისამართის ქვემოთ აჭერთ “edit“ ღილაკს, ავსებთ ყველა აუცილებელ ინფორმაციას და ინახავთ. აღნიშნულის შევსების შემდეგ, მიიღებთ დამადასტურებელ შეტყობინებას, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.


ნაბიჯი 6: ბოლოს, აჭერთ ”Edit Account” ღილაკს, ავსებთ ველებს და ინახავთ.


  1. შეძენისთვის უკვე მზად ხართ, ახლა ვცადოთ ANTIMER S9-ს მოძებნა.


ნაბიჯი 1: ნივთის მოძებნა კატეგორიების მიხედვით შეგიძლია. მარტივად არჩევთ კატეგორიას და აჭერთ მოძებნის ღილაკს;


კონკრეტული ნივთის მოსაძებნად კი წერთ მის სახელს საძიებო ველში და აწვებით მოძებნის ღილაკს.



ნაბიჯი 2: როგორც ჩანს, CoinMiner-ს აქვს ის, რასაც ჩვენ ვეძებთ; პირველ რიგში ვუთითებთ რაოდენობას და შემდეგ ვაწვებით “buy” ღილაკს.


ნაბიჯი 3: ახლა მხოლოდ იმ ინფორმაციების დადასტურებაღა დარჩა, რომლებიც პირველი ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტში განვიხილეთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ გავგზავნით ნივთს ჩვენს ბილინგ მისამართზე, ამისათვის კი ოდნავ ქვევით ჩამოვალთ და მოვაცილებთ „SHIP TO A DIFFERENT ADDRESS?“-ის აღნიშვნას.


ნაბიჯი 4: ახლა თქვენ უნდა აირჩიოთ გადახდის მეთოდი. “Direct Bank Transfer“-ის მონიშვნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი საბანკო ანგარიში, ან გამოიყენოთ კრიპტოვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი, ლაითკოინი და დეში.


ნაბიჯი 4.1: Direct Bank Transfer-ის არჩევის შემთხვევაში, თანხა უნდა შეიტანოთ უშუალოდ მათ საბანკო ანგარიშზე. გადახდის მითითებისთვის, გთხოვთ გამოიყენოთ თქვენი Order ID-ი. თქვენს შეკვეთას არ გამოაგზავნიან, სანამ CoinMiner-ის ანგარიშზე თანხა არ ჩამოიჭრება.


Direct Bank Transfer-ში მონიშნეთ accept the terms & conditions უჯრა და დააჭირეთ “Place order”-ს.


ამის შემდგომ, გადარიცხეთ თანხა მათ საბანკო ანგარიშზე, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ თქვენი Order ID-ი.


ნაბიჯი 4.2: თუ კრიპტოვალუტით გადახდა გსურთ, უბრალოთ მონიშნეთ “Bitcoin | Litecoin | Dash” უჯრა და აირჩიეთ ერთ-ერთი მათგანი.

დაადასტურეთ terms & conditions და დააჭირეთ “Place order”-ს.


ნაბიჯი 4.2.1: ახლა უბრალოდ გაგზავნეთ მონეტები მითითებულ მისამართზე და თვალი ადევნეთ ტრანზაქციის დადასტურებას, რომელიც გვერდზე აისახება.


სულ ეს არის! როგორც კი ტრანზაქცია დასრულდება, ASIC-ი გაიგზავნება თქვენს მისამართზე!


bottom of page