ბიტკოინ ქეშის მომხმარებლებმა მალე შესაძლოა “უფასო” ტრანზაქციებით ისარგებლონ
Coingecko და nChain-ი ახლახანს შეუერთდნენ “მომპოვებლების არჩევანს” -ბიტკოინ ქეშის მომპოვებლების ინიციატივას. ეს ინიციატივა აძლევს მომპოვებლებს საშუალებას, ინდივიდუალურად დაწიონ საკუთარი მინიმალური გადასახადი ტრანზაქციაზე და იმ ტრანზაქციის მოცულობაც, რომელიც შემდეგ გაიგზავნება ბლოკჩეინში. კოინგეკო და nChain-ი გეგმავენ, დაარეგულირონ ეს ფუნქცია, რათა მომხმარებლებს არჩევანის საშუალება მიეცეთ.
პირველი რეგულირება იქნება, რომ მოაშორონ ამჟამინდელი “მტვრის ლიმიტი” (546 სატოში) და მისცენ მომხმარებლებს საშუალება, გააგზავნონ თუნდაც 1 სატოში (0.00000001 BCH) ყოველ ტრანზაქციაზე პლატფორმაში.
შემდეგი ცვლილება იქნება ის, რომ შესაძლებელი იყოს უფასო ტრანზაქციების მიღება ყოველ ბლოკში, რომელსაც მაინერები მოიპოვებენ. ეს ნიშნავს, რომ არ იქნება მოპოვების გადასახადი ამ პლატფორმაზე. Coingecko-სა და nChain-ს სჯერათ, რომ მომპოვებლებს აქვთ უფლება, მიიღონ უფასო ტრანზაქციები.
მაგრამ რატომ უნდა შევცვალოთ ასე რადიკალურად ბიტკოინ ქეშის მომპოვებელთა ქსელი?
პირველი მიზეზი არის ის, რომ ტრანზაქციების ფასის დაწევა და ზოგი ტრანზაქციის უფასოდ დადასტურება მეტ მომხმარებელს მიიზიდავს. ეს ნიშნავს, რომ მიკროტრანზაქციები, როგორიც არის სოციალურ ქსელებში „ჩაის“ დატოვება, რაც რედკოინის მთავარი ფუნქცია იყო, უკვე შესაძლებელი იქნება ბიტკოინ ქეშითაც.
მეორე: ბიტკოინ ქეშის მთავარი ჯვაროსანი, როჯერ ვერი - ასევე ცნობილი როგორც ბიტკოინის იესო - რომელმაც იწინასწარმეტყველა “ამოტრიალება” (flippening) რის დროსაც ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაცია გადაუსწრებს ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციას. მისი წინასწარმეტყველება გრძელდება იმით, რომ ბიტკოინ ქეში ორივეს გადაუსწრებს 2020 წლისთვის. მრ. ვერი ამჟამად MoneyToken-ის მრჩეველია. ეს არის Fintech-ის სტარტაპი რომელიც იღებს BCH-ს გირაოს სახით საკუთარ დაბანდების პლატფორმაში.
ზემოთ აღნიშნული ორი მიზეზის გამო, ბიტკოინ ქეში იქნება ძალა, რომლისთვისაც თვალის მიდევნება ღირს - როგორც კრიპტო გავრცელებადობის, ასევე კრიპტოვალუტების ბაზარზე მისი ღირებულების კუთხითაც. ამჟამინდელი ბაზრის ანალიზი გვიჩვენებს, რომ BCH-ი ღირს $1 117 და დავარდნილია 2.89%-ით ბოლო 24-ი საათის განმავლობაში. მომპოვებლების ინიციატივის განხორციელებამდე რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი და ბიტკოინ ქეში შესაძლოა უფრო მეტი გახდეს, ვიდრე მიკროტრანზაქციების, დამგროვებლებისა და ტრეიდერების არჩევანი.