სტელარის უპირატესობები
Stellar (XLM) არის უნიკალური კრიპტოვალუტა, რადგანაც მას არ ჰყავს ნამდვილი კონკურენტი. თუმცა, ზოგიერთმა შეიძლება რიპლი (XRP) მიიჩნიოს მის მეტოქედ. რიპლი არის საერთაშორისო გადახდების პლატფორმა, ხოლო სტელარი გადახდების ისეთი პლატფორმაა, რომელშიც არ არსებობს შუამავალი და რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გაცვალონ ღირებულებები მესამე წევრის ჩარევის გარეშე. ამასთან, სტელარი არის გონიერი კონტრაქტების პლატფორმა ICO-სთვის. სტელარზე ახლახან ჩატარებული Mobius ICO პირველი მცდელობა იყო, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა.
იმ დროს, როცა ეთერიუმი, EOS და კარდანო იბრძვიან გონიერი კონტრაქტების საუკეთესო პლატფორმის წოდებისთვის, სტელარი არანაირ წინააღმდეგობას არ აწყდება იმაში, რასაც აკეთებს. ბლოკჩეინ პლატფორმა ამ თამაშში ორი ნაბიჯით წინაა და უფრო მეტი წოდების პრეტენზიებიც აქვს, ვიდრე უბრალოდ გონიერი კონტრაქტის პლატფორმაა.
სტელარისგან ასევე მოსალოდნელია რამდენიმე ცენტრალურ ბანკთან შეთანხმების გაფორმება, რათა უზრუნველყოს ისინი სტელარის ბლოკჩეინით იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი კრიპტოვალუტების გაცემას დაიწყებენ. ასეთი დაწესებულებების მიერ სტელარის ბლოკჩეინის მოთხოვნის რაოდენობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქათ, რომ სტელარს საუკეთესო ბლოკჩეინი აქვს მასშტაბურობისა და სისწრაფის მხრივ. მას ასევე მთლიანად მხარს უჭერს IBM-ი, რომელიც უკვე არის FinTech-ის მოწყობილობა და აწარმოებს პროგრამას ამ ცენტრალური ბანკებისთვისა და სხვა ფინანსური დაწესებულებებისათვის. სტელარმა უკვე განიცადა ფართოდ გავრცელებული აღიარება კრიპტოვალუტის ენთუზიასტების მხრიდან. ახლა თამაში შესაძლოა შეიცვალოს ფინანსური დაწესებულებებისა და დიდი კორპორაციების აღიარებების მოპოვებით. სტელარი ასევე აპირებს თანამშრომლობას Malina Gates Foundation-თან, რათა აღმოფხვრას სიღარიბე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს პროექტი ინვესტორებს ასევე სთავაზობს სახლიდან გაუსვლელი კრიპტო ვაჭრობებისთვის უფრო სანდო წყაროს Stellar Lumens-ის მონეტის საყიდლად.
სტელარმა გვაჩვენა თავისი სიძლიერე ამერიკული დოლარის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე მისი სავაჭრო ფასია 0.29 დოლარი და ის ცდილობს გასცდეს ფსიქოლოგიურ ბარიერს - 0.3 დოლარს. სტელარის საუკეთესო მაჩვენებელი 1 დოლარი იყო, რომელიც ამ წლის იანვარში დაფიქსირდა.
წყარო: https://cryptodaily.co.uk