top of page

კრიპტოვალუტა - თანამედროვე საოცრება, რომელიც არ გაქრება


ამერიკის ერთ-ერთმა წამყვანმა ბაზრის რეგულატორმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა არის „ტექნოლოგიური რევოლუცია“, რომელიც ერთ დღეს ყველა ქვეყნის ეკონომიკის უცვლელი ნაწილი გახდება.


Commodity Futures Trading Commission (CFTC)-ის წარმომადგენელმა, როსტინ ბენამ, მიმოიხილა ის გამოწვევები, რომელიც დგას ერთ-ერთი წამყვანი მარეგულირებელი კომპანიის წინაშე. იმის მაგივრად, რომ მარეგულირებელი მხარის წარმომადგენლის პოზიციიდან კრიპტოვალუტებზე, როგორც კრიმინალის ხელშემწყობ საშუალებებზე ელაპარაკა, მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა და კონცენტრირდა მასზე, როგორც ფინანსური სექტორის პოზიტიურად შემცვლელ ხელსაწყოზე.


„ვირტუალური ვალუტები, სავარაუდოდ - არა, აუცილებლად, გახდება უამრავი ქვეყნის ეკონომიკის უცვლელი ნაწილი. მინდა გავიმეორო, რომ ეს ვალუტები არ გაქრება და მალე მას მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში შეხვდებით. ჩვენ ტექნოლოგიური რევოლუციის მომსწრეები ვართ. შესაძლოა, ამას თანამედროვე საოცრებაც ვუწოდოთ“.


აღსანიშნავია, რომ ბენამმა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მიერაა დანიშნული თანამდებობაზე, 2017 წლიდან განაცხადა, რომ დეცენტრალიზებული ვალუტები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩაანაცვლებს ტრადიციულ ფულს.


„ზოგ ქვეყანაში მცირე ეკონომიკები შესაძლოა დამოკიდებული გახდნენ კრიპტოვალუტებზე, რათა მათ შეძლონ გადარჩენა. ეს ვალუტები კი არ იქნება ტრადიციული მაკონტროლებლის, სახელმწიფოს ან ბანკების და სამინისტროების დაქვემდებარების ქვეშ. მსოფლიოში დღეს 6,8 მილიარდამდე მობილური ტელეფონია. თითქმის ერთი ყველა ადამიანისთვის. ტექნოლოგიის მსგავსი მასშტაბებით განვითარება კრიპტოვალუტებს უფრო მეტ საშუალებას აძლევს, შეცვალონ ეკონომიკური ლანდშაფტი. ტექნოლოგიებს შეუძლიათ ცვლილებების განხორციელება სამხედრო, სამოქალაქო ან პოლიტიკურ/რელიგიური დაპირისპირებების გარეშე.“


ბენამმა აქვე დაამატა, რომ ეკონომიკური ტრანსფორმაცია შესაძლოა დისტოპიური გახდეს, თუ ეკონომიკური ელიტის წარმომადგენლები გააკონტროლებენ სიმდიდრის გადანაწილებას.

წყარო: https://www.ccn.com

bottom of page